empty

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2018 წლის 5 მარტის სხდომის დღის წესრიგი

საქართველოს  IX  მოწვევის პარლამენტის 2018 წლის 7 - 9 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგი

       I  კენჭსაყრელი  საკითხები:

1.      საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/117, 21.12.2017), III მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია)

         (ორგანული კანონის პროექტის მიხედვით, განისაზღვრება სასამართლოს შესაბამისი მოხელის (მაგისტრის) უფლებამოსილებებთან დაკავშირებული რიგი საკითხები, გათვალისწინებულია მისი კომპეტენზია, საქმიანობის თავისებურებანი და დამოუკიდებლობის გარანტიები, აგრეთვე განისაზღვრება დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხიც. სასამართლოს შესაბამისი მოხელეს (მაგისტრს) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  იუსტიციის უმაღლესი საბჭო. გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ენიჭება უფლებამოსილება, სააპელაციო სასამართლოში განახორციელოს მოსამართლეთა უფრო ვიწრო სპეციალიზაცია. ზუსტდება სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მისი მოვალეობის შესრულების წესი და პირობები. ასევე ზუსტდება მოსამართლის შვებულებასთან დაკავშირებული მითითებითი ნორმა. პროექტს ახლავს გარდამავალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, ამ კანონის ამოქმედებისთანავე საერთო სასამართლოების შესაბამისი მოხელეები (მაგისტრები) იქნებიან მოვალეობის შემსრულებლები საერთო სასამართლოების შესაბამისი მოხელეების (მაგისტრების) დანიშვნამდე, რომლებიც უნდა დაინიშნონ ამ კანონის ამოქმედებიდან  6 თვის ვადაში)

2.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

         (წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, დაზუსტდა, თუ რომელ საქმეებს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს ესაბამისი მოხელე (მაგისტრი) და რა შემთხვევაში. ამასთან, კანონს ემატება რეგულაცია, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოს შესაბამისი მოხელის (მაგისტრის) განსჯად სამოქალაქო საქმეებს და მათი გასაჩივრების წესთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. განისაზღვრება შესაბამისი სარჩელის სახეები, რომლებიც სასამართლოს წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. პროექტის მიხედვით, საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიღების საკითხს სასამართლო განიხილავს მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით, ზეპირი მოსმენით. სარჩელი (განცხადება) შესაძლებელია წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმითაც, ელექტრონული საქმისწარმოების წესს განისაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. დაზუსტდა სარჩელის და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ელექტრონული ფორმით წარდგენასთან დაკავშირებული თავისებურებები. დაკონკრეტდა ასევე სააპელაციო საჩივრის ღირებულებასთან დაკავშირებული დეტალები. განისაზღვრა შემთხვევები და პირობები, რა დროსაც სააპელაციო სასამართლოს აქვს შესაძლებლობა, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. პროექტს ახლავს შესაბამისი გარდამავალი რეგულაცია)

3.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

         (წარმოდგენილი კანონის პროექტით, საჩივარი სააპელაციო სასამართლოში განიხილება პირველი ინსტანციის სასამართლო განხილვისათვის დადგენილი წესით. გარდა ამისა, განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც პაციენტის/მსჯავრდებულის სასამართლოში მიყვანა შეუძლებელია მისი ავადმყოფობის გამო ან სხვა ობიექტური მიზეზით, მოსამართლე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმის განსახილველად ატარებს გასვლით სასამართლო სხდომას ან სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმის განხილვაში პაციენტის/მსჯავრდებულის მონაწილეობა შესაძლებელია განხორციელდეს დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. ამასთან, დაზუსტდა არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებასთან დაკავშირებით მოსამართლის ბრძანების (დადგენილების) და პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანების (დადგენილების) გასაჩივრებასთან დაკავშირებული ზოგიერთი დეტალი. პროექტის მიხედვით, დაკონკრეტდა იმ საქმეების ჩამონათვალი, რომლებიც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ შეიძლება განიხილოს ერთპიროვნულად, აგრეთვე შემთხვევები, როდესაც სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენის გარეშე)

4.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/167, 25.01.2018).

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი)

(კანონის შესაბამის მუხლში ხდება „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონზე მითითება ნაცვლად „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონისა)

5.      საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის სულხან სალაძის განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის ვადამდე შეწყვეტის თაობაზე (N1938, 09.02.2018).

                                                    პარლამენტის მიერ ცნობადაა მისაღები.

 

        II  განსახილველი  საკითხები:

1.      საქართველოს კანონის პროექტი სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ (#07-2/167, 25.01.2018), III მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი -  - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი)

(წარმოდგენილი კანონის პროექტი არეგულირებს საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვის ორგანიზებისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის წესს. სამხედრო სარეზერვო სამსახური იქნება ორი სახის: აქტიური სარეზერვო სამსახური და სამობილიზაციო სარეზერვო სამსახური. კანონის პროექტით განისაზღვრება აქტიური სარეზერვო სამსახურისა და სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის გავლის პირობები, რეზერვის დაკომპლექტების წესი, შესაბამის პირთა ზღვრული ასაკი, სამობილიზაციო რეზერვის მართვის სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები; დგინდება ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებები (დელეგირებული უფლებამოსილებები) ამ სფეროში; გათვალისწინებულია სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის გავლის გადავადების საკითხი; კანონპროექტი შეიცავს შესაბამის გარდამავალ დებულებებს)

2.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

         (წარმოდგენილი ცვლილებით საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებებიდან ხდება საქართველოს სამხედრო ძალების აღმშენებლობის, გამოყენებისა და მობილიზაციის გეგმებისა და ქვეყნის ეკონომიკის სამობილიზაციო გეგმების დამტკიცების ფუნქციის ამოღება; საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებებში ემატება საქართველოს ეროვნული თავდაცვის გეგმის და სამხედრო ძალების სამობილიზაციო გეგმის დამტკიცება, მობილიზაციის სფეროში სამართლებრივი აქტების გამოცემა და აღმასრულებელი ხელისუფლების, დაწესებულებების კოორდინირებული მოქმედების მოქმედების უზრუნველყოფა მობილიზაციისათვის მზადყოფნისა და მობილიზაციის სფეროში. გარდა ამისა, სწორდება ტექნიკური ხარვეზი და მიეთითება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე (გაერთიანებული შტაბის ნაცვლად)

3.      საქართველოს კანონის პროექტი „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,  III მოსმენა

(კანონპროექტით მოქალაქე, რომელმაც მოიხადა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური, სამსახურის რეზერვში ირიცხება 60 წლის ასაკამდე (ნაცვლად 50 წლისა). სამსახურის რეზერვში ჩარიცხული პირის (რეზერვისტის) აღრიცხვის, გაწვევის, გამოძახების და სარეზერვო სამსახურის გავლის წესი და პირობები განისაზღვრება „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად სამობილიზაციო რეზერვისთვის დადგენილი წესით. აღნიშნული პირები არ დაექვემდებარებიან საბრძოლო მოქმედების გავლას. გარდა ამისა, შესაბამის მუხლში სტიქიური უბედურებების და ავარიების ნაცვლად გამოიყენება ტერმინი ბუნებრივი და ტექნოგენური მდგომარეობა)

4.      საქართველოს კანონის პროექტი მობილიზაციის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

(წარმოდგენილი ცვლილებით მობილიზაციის სფეროში საქართველოს პრეზიდენტის გარკვეული უფლებამოსილებები გადაეცემა საქართველოს მთავრობას. ხდება რეზერვთან დაკავშირებული საკითხების ამოღება, ვინაიდან იგი რეგულირდება „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონით; ცვლილების მიხედვით ტერმინ მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევის ნაცვლად გამოიყენება ტერმინი გამოძახება. გამოძახებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებად (დელეგირებული)

5.      საქართველოს კანონის პროექტი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,  III მოსმენა 

         (წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით რეზერვისტები იყოფიან აქტიურ და სამობილიზაციო რეზერვისტებად. გარდა ამისა, სარეზერვო სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ საკითხებზე კანონში კეთდება მითითება „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონზე)

6.      საქართველოს კანონის პროექტი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

         (კანონის შესაბამის მუხლში ხდება „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონზე მითითება ნაცვლად „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონისა)

7.      საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

         (წარმოდგენილი ცვლილებით სამხედრო სარეზერვო სამსახურში გამოძახების პერიოდში მოხელეს შეუნარჩუნდება შრომის ანაზღაურება)

8.      საქართველოს კანონის პროექტი საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

         (კანონპროექტის მიხედვით საჯარო მოსამსახურე უფლებამოსილი იქნება ეკავოს თანამდებობა და შეასრულოს ანაზღაურებადი სამუშაო სამხედრო ძალების რეზერვში)

9.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

         (კოდექსს ემატება ნორმა, რომლის მიხედვითაც საომარი მდგომარეობის დროს ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებული  სამხედრო მოსამსახურის და სარეზერვო სამსახურში გამოძახებული პირის ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების გადავადება მოხდება საომარი მდგომარეობის აღსრულებამდე. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულების შეწყვეტა შესაძლებელი იქნება საომარი მდგომარეობის დროს ჩადენილი ქმედებისთვის, სამხედრო მოსამსახურის ან სარეზერვო სამსახურში გამოძახებული პირის მიმართ საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი ან/და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით დაჯილდოების შემთხვევაში – მხოლოდ ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრიბის გამოყენებისას)

10.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“,  III მოსმენა

(კოდექსის შესაბამის მუხლში ხდება „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონზე მითითება ნაცვლად „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონისა)

11.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სლოვენიის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების (#07-1/17, 06.02.2018) რატიფიცირების თაობაზე“

(საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა)

12.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის ერთობლივი უზრუნველყოფის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი (#07-1/18, 06.02.2018) რატიფიცირების თაობაზე“

(საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა)

13.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმების (#07-2/163, 09.01.2018) რატიფიცირების თაობაზე“

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა)

14.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/112, 14.12.2017), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების: ეკა ბესელიას, ირინე ფრუიძის, დიმიტრი ცქიტიშვილის ინიციატივა; მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვანო ზარდიაშვილი, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(წარმოდგენილი პროექტით ორგანული კანონიდან ხდება იმ ნორმის ამოღება, რომლის მიხედვითაც პარტიები იღებენ საბაზო დაფინანსებაზე დანამატს საბაზო დაფინანსების 30%-ის ოდენობით, თუ ამ პარტიის ან შესაბამისი საარჩევნო ბლოკის მიერ იმ არჩევნებზე წარდგენილ პარტიულ სიაში (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთ არჩევნებზე - ყველა პარტიულ სიაში), რომლის შედეგების საფუძველზეც მიიღო დაფინანსება, კანდიდატთა პირველ, მეორე და ყოველ მომდევნო ათეულში ერთიმეორისგან განსხვავებული სქესი წარმოდგენილი ჰყავდა სულ მცირე 30%-ით. ამასთან, გარდამავალი დებულებით, ის პარტიები, რომლებიც 2017 წლის 15 დეკემბრის მდგომარეობით იღებენ აღნიშნული ნორმით განსაზღვრულ დანამატს საბაზო დაფინანსების 30%-ის ოდენობით, შეუნარჩუნდებათ ამ დანამატის მიღების უფლება შესაბაიმსაი არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსების ახალი ოდენობების განსაზღვრის დღის ჩათვლით)

15.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/116, 21.12.2017), I მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრების მარიამ ჯაშის და გენადი მარგველაშვილის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები მარიამ ჯაში და გენადი მარგველაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით ზუსტდება მაუწყებლობის სფეროში არსებული ერთ-ერთი სამართალდარღვევის შემადგენლობა, კერძოდ, შესაბამის ნებართვაზე მითითება ამოდის იმ მუხლიდან, რომელიც განსაზღვრავს პასუხისმგებლობას მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობის ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობის ან ულიცენზიოდ ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობისათვის)

16.    საქართველოს კანონის პროექტი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/119, 29.12.2017), I მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(წარმოდგენილი ცვლილებით, კანონპროექტის განმარტებით ბარათში მოცემული უნდა იყოს ინფორმაცია ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან მიმართების თაობაზე, მათ შორის, უნდა მიეთითოს ევროკავშირის რომელ სამართლებრივ აქტთან მოდის შესაბამისობაში კანონი. ასევე უნდა მიეთითოს თუ საერთაშორისო ხელშეკრულების/შეთანხმების რომელ ნაწილს ან/და მუხლს უკავშირდება კანონპროექტის მიღება (ცვლილება შედის განმარტებითი ბარათის შესაბამის პუნქტებში); კანონს დანართის სახით ემატება ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის ცხრილი, რომელიც უნდა დაერთოს კანონპროექტს)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

17.    საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

(წარმოდგენილი ცვლილებით, კანონპროექტის განმარტებით ბარათში მოცემული უნდა იყოს ინფორმაცია ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან მიმართების თაობაზე, მათ შორის, უნდა მიეთითოს ევროკავშირის რომელ სამართლებრივ აქტთან მოდის შესაბამისობაში კანონი. ასევე უნდა მიეთითოს თუ საერთაშორისო ხელშეკრულების/შეთანხმების რომელ ნაწილს ან/და მუხლს უკავშირდება კანონპროექტის მიღება (ცვლილება შედის განმარტებითი ბარათის შესაბამის პუნქტებში); ამასთან, კანონპროექტს უნდა დაერთოს ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის ცხრილი)

18.    საქართველოს კანონის პროექტი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/154, 07.12.2017),  I მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

(კანონპროექტი არეგულირებს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან დაკავშირებულ საკითხებს, განისაზღვრება მასთან დაკავშირებული ტერმინები, მიზნები; აქვე მთავრობას ევალება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცება და განისაზღვრება ვადა აღნიშნულ კლასიფიკატორთან საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, კანონის შესაბამის მუხლებში აისახება მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის რეგულაციები)

19.    საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა  

         (კანონპროექტი ითვალისწინებს მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის შემოღებას, განისაზღვრება შესაბამისი ტერმინი, კრედიტების რაოდენობა და მისი განხორციელების გზები; აქვე დგინდება მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პირის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების წესი; კანონპროექტით იხვეწება ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის განმარტებები და ზუსტდება ტერმინოლოგიურად მათი მიმართება შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებთან; კანონიდან ხდება ამოღება უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების ჩარჩოსა და ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს ტერმინების, ვინაიდან იგი სრულად დარეგულირებულია „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონით; გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებას, რომელიც უკავშირდება რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამების დარგობრივი მახასიათებლების შემუშავებასა და დამტკიცებას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ)

20.    საქართველოს კანონის პროექტი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა  

         (წარმოდგენილი ცვლილებით ახლებურად ყალიბდება ტერმინი ასოცირებული ხარისხი, კერძოდ, იგი გულისხმობს კვალიფიკაციას, რომელიც პირს ენიჭება მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევისა და კრედიტების შესაბამისი რაოდენობის დაგროვების შედეგად. კანონიდან ხდება ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს და პროფესიული კვალიფიკაციის ტერმინების, აგრეთვე არაფორმალური პროფესიული განათლების ტერმინის ამოღება; განიმარტება მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა და გათვალისწინებულია ამ პროგრამასთან დაკავშირბეული რეგულაციები; კანონპროექტში მოცემულია შესაბამისი გარდამავალი დებულებები)

21.    საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (წარმოდგენილი ცვლილებით ზოგადი განათლების დეფინიციაში მიეთითება, რომ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის სწავლის შედეგები შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მეორე დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს, ხოლო ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის/სრული ზოგადი განათლების სწავლის შედეგები შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მეოთხე დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს. გარდა ამისა, კანონიდან ხდება ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს ტერმინის ამოღება)

22.    საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტისაქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/110, 08.12.2017), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები რომან გოცირიძე და ნიკანორ მელია; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი)

(წარმოდგენილი ცვლილებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვალდებულია პარლამენტს წელიწადში ორჯერ, საშემოდგომო და საგაზაფხულო სესიების პლენარული სხდომების პირველივე კვირაში წარუდგინოს ანგარიში სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ)

23.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (#07-3/105, 16.11.2017), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)    

         (წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით დაზუსტდა ბიუჯეტის მთლიანი სალდოს დეფინიცია, კერძოდ პროექტის შესაბამისად ბიუჯეტის მთლიანი სალდო არის ბიუჯეტის საოპერაციო სალდოსა და არაფინანსური აქტივების ცვლილებას და ფინანსური აქტივების ცვლილებას შორის სხვაობა (ნაცვლად მხოლოდ - ბიუჯეტის საოპერაციო სალდოსა და არაფინანსური აქტივების ცვლილებას შორის სხვაობისა)

24.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 29 დეკემბრის #244-Iს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#2865, 26.02.2018).

         (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გედევან ფოფხაძე)

25.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და კომპანია გაზპრომ ექსპორტს შორის დადებული ხელშეკრულების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე“ (#2716, 24.02.2017).  

            (საპარლამენტო ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, ნიკანორ მელია, სალომე სამადაშვილი, თინათინ ბოკუჩავა)

26.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტის შემსწავლელი“ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის  მიზანშეწონილობის თაობაზე“ (N13922, 04.09.2017), (N13923, 04.09.2017).

         (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“ და „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონების“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ოთარ კახიძე, სერგო რატიანი, ირაკლი აბესაძე)

27.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „2017 წლის 21-22 ნოემბერს ქ. თბილისში ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის  მიზანშეწონილობის თაობაზე“ (N19794, 05.12.2017).

(საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, ნიკანორ მელია, სალომე სამადაშვილი, თინათინ ბოკუჩავა)