empty

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2018 წლის 7 თებერვლის სხდომის დღის წესრიგი

  

საქართველოს  IX  მოწვევის პარლამენტის 2017 წლის 7 - 9 თებერვლის პლენარული სხდომების დღის წესრიგი 

          I  განსახილველი  საკითხები: 

1.      საქართველოს კანონის პროექტი „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ (#07-2/167, 25.01.2018), I მოსმენა        

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი -  - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  ზაზა გაბუნია, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

(წარმოდგენილი კანონის პროექტი არეგულირებს საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვის ორგანიზებისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის წესს. სამხედრო სარეზერვო სამსახური იქნება ორი სახის: აქტიური სარეზერვო სამსახური და სამობილიზაციო სარეზერვო სამსახური. კანონის პროექტით განისაზღვრება აქტიური სარეზერვო სამსახურისა და სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის გავლის პირობები, რეზერვის დაკომპლექტების წესი, შესაბამის პირთა ზღვრული ასაკი, სამობილიზაციო რეზერვის მართვის სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები; დგინდება ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებები (დელეგირებული უფლებამოსილებები) ამ სფეროში; გათვალისწინებულია სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის გავლის გადავადების საკითხი; კანონპროექტი შეიცავს შესაბამის გარდამავალ დებულებებს)

2.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (წარმოდგენილი ცვლილებით საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებებიდან ხდება საქართველოს სამხედრო ძალების აღმშენებლობის, გამოყენებისა და მობილიზაციის გეგმებისა და ქვეყნის ეკონომიკის სამობილიზაციო გეგმების დამტკიცების ფუნქციის ამოღება; საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებებში ემატება საქართველოს ეროვნული თავდაცვის გეგმის და სამხედრო ძალების სამობილიზაციო გეგმის დამტკიცება, მობილიზაციის სფეროში სამართლებრივი აქტების გამოცემა და აღმასრულებელი ხელისუფლების, დაწესებულებების კოორდინირებული მოქმედების მოქმედების უზრუნველყოფა მობილიზაციისათვის მზადყოფნისა და მობილიზაციის სფეროში. გარდა ამისა, სწორდება ტექნიკური ხარვეზი და მიეთითება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე (გაერთიანებული შტაბის ნაცვლად)

3.      საქართველოს კანონის პროექტი „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,  I მოსმენა

(კანონპროექტით მოქალაქე, რომელმაც მოიხადა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური, სამსახურის რეზერვში ირიცხება 60 წლის ასაკამდე (ნაცვლად 50 წლისა). სამსახურის რეზერვში ჩარიცხული პირის (რეზერვისტის) აღრიცხვის, გაწვევის, გამოძახების და სარეზერვო სამსახურის გავლის წესი და პირობები განისაზღვრება „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად სამობილიზაციო რეზერვისთვის დადგენილი წესით. აღნიშნული პირები არ დაექვემდებარებიან საბრძოლო მოქმედების გავლას. გარდა ამისა, შესაბამის მუხლში სტიქიური უბედურებების და ავარიების ნაცვლად გამოიყენება ტერმინი ბუნებრივი და ტექნოგენური მდგომარეობა)

4.      საქართველოს კანონის პროექტი მობილიზაციის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

(წარმოდგენილი ცვლილებით მობილიზაციის სფეროში საქართველოს პრეზიდენტის გარკვეული უფლებამოსილებები გადაეცემა საქართველოს მთავრობას. ხდება რეზერვთან დაკავშირებული საკითხების ამოღება, ვინაიდან იგი რეგულირდება „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონით; ცვლილების მიხედვით ტერმინ მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევის ნაცვლად გამოიყენება ტერმინი გამოძახება. გამოძახებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებად (დელეგირებული)

5.      საქართველოს კანონის პროექტი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,  I მოსმენა 

         (წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით რეზერვისტები იყოფიან აქტიურ და სამობილიზაციო რეზერვისტებად. გარდა ამისა, სარეზერვო სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ საკითხებზე კანონში კეთდება მითითება „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონზე)

6.      საქართველოს კანონის პროექტი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონის შესაბამის მუხლში ხდება „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონზე მითითება ნაცვლად „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონისა)

7.      საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (წარმოდგენილი ცვლილებით სამხედრო სარეზერვო სამსახურში გამოძახების პერიოდში მოხელეს შეუნარჩუნდება შრომის ანაზღაურება)

8.      საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონპროექტის მიხედვით საჯარო მოსამსახურე უფლებამოსილი იქნება ეკავოს თანამდებობა და შეასრულოს ანაზღაურებადი სამუშაო სამხედრო ძალების რეზერვში)

9.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კოდექსს ემატება ნორმა, რომლის მიხედვითაც საომარი მდგომარეობის დროს ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებული  სამხედრო მოსამსახურის და სარეზერვო სამსახურში გამოძახებული პირის ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების გადავადება მოხდება საომარი მდგომარეობის აღსრულებამდე. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულების შეწყვეტა შესაძლებელი იქნება საომარი მდგომარეობის დროს ჩადენილი ქმედებისთვის, სამხედრო მოსამსახურის ან სარეზერვო სამსახურში გამოძახებული პირის მიმართ საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი ან/და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით დაჯილდოების შემთხვევაში – მხოლოდ ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრიბის გამოყენებისას)

10.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

(კანონის შესაბამის მუხლში ხდება „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონზე მითითება ნაცვლად „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონისა)

11.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“,  I მოსმენა

(კოდექსის შესაბამის მუხლში ხდება „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონზე მითითება ნაცვლად „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონისა)

12.    საქართველოს კანონის პროექტი „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/108, 07.12.2017), II მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრის თამარ ჩუგოშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი თამარ ჩუგოშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(კანონპროექტის მიხედვით, იურიდიული დახმარების სამსახური 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე იურიდიულ დახმარებას განახორციელებს აგრეთვე უძრავ ნივთებთან დაკავშირებულ, საქართველოს შრომის კოდექსიდან და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონიდან გამომდინარე საკითხებზე; შესაძლებელი ხდება სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარებით ისარგებლოს არამხოლოდ ოჯახში ძალადობის მსხვერპლმა, არამედ ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის მსხვერპლმაც როგორც საზოგადოებრივ, ისე პირად ცხოვრებაში მომხდარი ძალადობის შემთხვევაში; დგინდება კონკრეტული მოთხოვნები ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ იურიდიული დახმარების საბჭოში წარსადგენ კანდიდატთა მიმართ; განისაზღვრება იურიდიული დახმარების საბჭოს წევრების როტაციის წესი (ყოველწლიურად 1/3-ით განახლება დამნიშვნელი სუბიექტების მიერ), გარდამავალი დებულებით კი დგინდება თავდაპირველად აღნიშნული როტაციის განხორციელების ერთჯერადი წესი)

13.    საქართველოს კანონის პროექტი „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონპროექტის მიხედვით, იურიდიული დახმარების საბჭოს 3 წევრს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისგან, ღია კონკურსის წესით, ირჩევს აღმასრულებელი საბჭო. იურიდიული დახმარების საბჭოს წევრად უნდა შეირჩეს მაღალი რეპუტაციის მქონე ადვოკატი, რომელსაც აქვს ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება)

14.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/69, 18.05.2017) II მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე)

(წარმოდგენილი ცვლილებით კანონის პრეამბულიდან ხდება ტერმინის - „საპენსიო პაკეტი“ ამოღება. დაზუსტდა პენსიის განმარტება, კერძოდ ნაცვლად ყოველთვიური ფულადი სარგებლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ერთობლიობისა, პროექტის მიხედვით პენსია არის პირისათვის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დანიშნული მხოლოდ ყოველთვიური ფულადი სარგებელი. შესაბამისი მიზნებისათვის იქმნება და კომპეტენტურ ორგანოდ განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტო, რომლის სახელმწიფო კონტროლს და შესაბამის ღონისძიებებს განახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. გარდა ამისა, პენსიის შეჩერების საფუძვლებს ასევე ემატება სხვა საფუძველი, თუ იგი გამომდინარეობს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონიდან და განახლების საფუძველი შესაბამისი გარემოების აღმოფხვრიდან)

15.    საქართველოს კანონის პროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/123, 13.09.2017),  II მოსმენა   

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია)

(წარმოდგენილი კანონის პროექტის შესაბამისად, თუ „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნუსხით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების ოდენობა განსაზღვრული არ არის, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად ჩაითვლება მისი ნებისმიერი ოდენობა. ამასთან გათვალისწინებულია მთელი რიგი შესაბამისი ნივთიერებების დამატება სიებში, რომლებიც ითვალისწინებენ ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალს; და უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხას)

16.    საქართველოს კანონის პროექტი „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

         (წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებსაქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე ნივთიერებებზე, რომლებიც არ მიეკუთვნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა კატეგორიას და განსაზღვრულიანარკოტიკულ საშუალებათა შესახებ“ 1961 წლის ერთიანი კონვენციითა დაფსიქოტროპულ ნივთიერებათა თაობაზეგაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1971 წლის კონვენციით, ამასთან, კანონს გარდამავალი დებულებების სახით დაემატა დათქმა, რომლის მიხედვითაც ზემოხსენებული დეფინიცია მოქმედებს შესაბამისი ნივთიერებების ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებსაქართველოს კანონის №1 დანართში (ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული აშუალებები) ასახვამდე)

17.    საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/91, 05.10.2017), II მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრების რომან კაკულიას და ლევან კობერიძის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები რომან კაკულია და ლევან კობერიძე თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(წარმოდგენილი ცვლილებით ზუსტდება პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან შესაბამისი სუბიექტების მიერ კანონის პროექტის განხილვის კონკრეტული ვადები, კერძოდ ისინი არა უადრეს 3 დღისა და არა უგვიანეს 25 დღისა (ნაცვლად 14 დღისა), ხოლო საქართველოს მთავრობა არა უგვიანეს 20 დღისა წამყვან კომიტეტს გადასცემენ თავიანთ შენიშვნებს კანონპროექტის თაობაზე. ამასთან, წამყვანი კომიტეტი კომიტეტის სხდომას იწვევს პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უადრეს 3 დღისა და არა უგვიანეს 30  დღისა (ნაცვლად 3 კვირისა). გარდა ამისა, ცვლილების შესაბამისად დაუშვებელია დაჩქარებული წესით კანონპროექტის განხილვის წესის შესახებ გადაწყვეტილების მიღება პარლამენტის მორიგი სესიის დასრულებამდე 10 დღით ადრე)

18.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/92, 10.10.2017), I მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ  კუჭავას და გოგა გულორდავას ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის წევრები კახაბერ  კუჭავა და გოგა გულორდავა; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  ზაზა გაბუნია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(წარმოდგენილი კანონპროექტით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრება შემდეგი სამართალდარღვევებისათვის: ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების მიტოვება 3 თვეზე მეტი ვადით; სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილ მოძრაობის სპეციალურ ზოლში (BUS LANE) სამარშრუტო საშუალების გარდა სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა; ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე მის გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა, ასევე წინასწარი შეცნობით სატრანპორტო საშუალების გზაზე გაჩერება ან დგომა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის, შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან „TEST” ნომრის გარეშე; განისაზღვრება აღნიშნული სამართალდარღვევის განხილვაზე, აგრეთვე ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი ორგანო; პროექტით გათვალისწინებულია ასევე შესაბამის ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებული პროცედურები)

19.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/99, 31.10.2017), I მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე  კახაბერ კუჭავა; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  ზაზა გაბუნია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

         (წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად ხდება მგზავრების უბილეთო მგზავრობისათვის, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ მიწისზედა ელექტროტრანსპორტით და ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით წაყვანისათვის პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა 20 ლარით (ნაცვლად 5 ლარისა). ამასთან, მგზავრი ვალდებული იქნება მგზავრობის დასაწყისიდანვე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით განახორციელოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხის გადახდა. გარდა ამისა ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის შესაბამისი მუხლით  განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით (ნაცვლად 50 ლარისა)

20.    საქართველოს კანონის პროექტი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/166, 25.01.2018),  I მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე და იუსტიციის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია)

(წარმოდგენილი კანონპროექტით გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით 2018 წლის 1 სექტემბრამდე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემასთან ერთად მოქმედებს აღნიშნული სისტემის ამოქმედებამდე არსებული საქმისწარმოების წესები)

21.    საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (#07-3/103, 09.11.2017), I მოსმენა 

            (საქართველოს პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

         (წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით, კონკრეტული ნორმიდან, სადაც განსაზღვრულია, რომ შესაბამისი გარემოების დადგომამდე, საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების ძირითადი წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, ხდება ამოღება  ჩანაწერისა, რომლის მიხედვითაც - საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების ოდენობა საქართველოს სახელმწიფოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ს უნდა შეადგენდეს)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

22.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (#07-3/105, 16.11.2017), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)   

         (წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით დაზუსტდა ბიუჯეტის მთლიანი სალდოს დეფინიცია, კერძოდ პროექტის შესაბამისად ბიუჯეტის მთლიანი სალდო არის ბიუჯეტის საოპერაციო სალდოსა და არაფინანსური აქტივების ცვლილებას და ფინანსური აქტივების ცვლილებას შორის სხვაობა (ნაცვლად მხოლოდ - ბიუჯეტის საოპერაციო სალდოსა და არაფინანსური აქტივების ცვლილებას შორის სხვაობისა)

23.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და კომპანია გაზპრომ ექსპორტს შორის დადებული ხელშეკრულების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე“ (#2716, 24.02.2017).  

            (საპარლამენტო ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, ნიკანორ მელია, სალომე სამადაშვილი, თინათინ ბოკუჩავა)

24.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტის შემსწავლელი“ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის  მიზანშეწონილობის თაობაზე“ (N13922, 04.09.2017), (N13923, 04.09.2017).

         (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“ და „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონების“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ოთარ კახიძე, სერგო რატიანი, ირაკლი აბესაძე)

25.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „აზერბაიჯანელ ჟურნალისტ, აფგან მუხთარლზე თავდასხმის, მისი გატაცების, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის  მიზანშეწონილობის თაობაზე“ (N10055, 15.06.2017).

            (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონების“ ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის წევრები: სერგო რატიანიოთარ კახიძე, სერგი კაპანაძე, გიორგი კანდელაკი)

26.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „2017 წლის 21-22 ნოემბერს ქ. თბილისში ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის  მიზანშეწონილობის თაობაზე“ (N19794, 05.12.2017).

(საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, ნიკანორ მელია, სალომე სამადაშვილი, თინათინ ბოკუჩავა)