empty

საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2015 წლის 2 აპრილის სხდომის დღის წესრიგი

 

საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის 2015 წლის 2  - 3 აპრილის  პლენარული   სხდომების დღის წესრიგი 

    კენჭსაყრელი  საკითხები 

1.         საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/409; 11.02.2015) I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრის სერგო რატიანის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი სერგო რატიანი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე  კიღურაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(წარმოდგენილი ცვლილება ეხება სკოლის დირექტორის თანამდებობაზე გამწესების საკითხს. კერძოდ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამეურვეო საბჭოს მიერ საჯარო სკოლის დირექტორის ვერარჩევის/არარჩევის შემთხვევაში უფლება ექნება აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშნოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი (მოქმედი რედაქციით სამინისტრო ასეთ შემთხვევაში ნიშნავს დირექტორს)

2.         საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხი (N2335, 05.03.2015)

            (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ნაციონალური მოძრაობა-მაჟორიტარების“ და „ნაციონალური მოძრაობა-რეგიონების“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი სერგო რატიანი)

           განსახილველი საკითხები:

1.         საქართველოს კანონის პროექტი „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/423; 26.03.2015) II მოსმენა  

                (საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და თავმჯდომარის მოადგილე პაატა კიკნაველიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მირიან წიკლაური, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე,  საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

            (წარმოდგენილი ცვლილებით კანონს ემატება გარდამავალი დებულება, რომლის მიხედვითაც 2015 წლის 1 აპრილამდე ზედმეტად (არასწორად) გაცემული საარსებო შემწეობის თანხა ითვლება ლეგალიზებულად და არ ექვემდებარება დაბრუნებას)

                            (ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)

2.         საქართველოს კანონის პროექტი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/256; 10.10.2014)   II მოსმენა  

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის  პირველი მოადგილე ბიძინა გუჯაბიძე)

         (წარმოდგენილი ცვლილებით, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების სიას ემატება გაზგასამართი სადგური, ამასთან განისაზღვრება პასუხისმგებლობის ზომები ისეთი ქმედებისათვის, როგორიცაა გაზგასამართ სადგურის ფარული ექსპლუატაცია ანდა ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების დარღვევა, ტექნიკური ინსპექტირების ჩაუტარებლობა, გაზგასამართ სადგურზე მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსათვის შეუტყობინებლობა. გარდა ამისა კონკრეტული მუხლებიდან ხდება მარცვლეულის შესანახი და გადამამუშავებელი საწარმოსი (წისქვილკომბინატის) ამოღება)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

3.         საქართველოს კანონის პროექტი „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/305, 20.02.2015)  II მოსმენა

                (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თეიმურაზ მურღულია და მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბიძინა გუჯაბიძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნოდარ ებანოიძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე)

            (კანონპროექტით საქმიანობის განმახორციელებლის ცნება ყალიბდება ახალი რედაქციით, კერძოდ, ის შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების უფლების მისაღებად ან მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების მიზნით შეთანხმებისთვის მიმართავს შესაბამის ორგანოს. კანონპროექტი განმარტავს ტერმინ შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს სამინისტროს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას., რითაც დასტურდება საქმიანობის განმახორციელებლისათვის მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების უფლების მინიჭება. აგრეთვე გათვალისწინებულია ტექნიკურ რეზიუმესთან ერთად არატექნიკური რეზიუმეს დართვას სხვა დოკუმენტაციებზე, რომელიც გულისხმობს გარემოზე ზემოქმედების შეფასების მოკლე აღწერას საილუსტრაციო მასალის დართვით)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

4.         საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ II მოსმენა

              (წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ კანონით განსაზღვრული მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ შეთანხმებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობისთვის სანქციის დაწესებას. განიასზღვრება შესაბამისი ადმინისტრაციული საქმის განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელი დადებაზე უფლებამოსილი ორგანო)

5.         საქართველოს კანონის პროექტი „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/287, 25.12.2014) II მოსმენა  

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე კახა კახიშვილი; თანამომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნოდარ ებანოიძე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი)

            (კანონის პროექტით ხდება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის გარდაქმნა და მისი სტრუქტურის ახლებურად ჩამოყალიბება. კერძოდ, სასჯელაღსრულების ძირითადი ორგანო, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ნაცვლად, ხდება პენიტენციური დაწესებულება (რომელიც მთელ რიგ მუხლებში ანაცვლებს ტერმინს - პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება). ხოლო, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი გარდაიქმნება სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფად - პენიტენციურ დეპარტამენტად. გარდა ამისა, სამინისტრო იყოფა ორ მიმართულებად: სამოქალაქო სამსახურად და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურად. ამ უკანასკნელში ერთიანდებიან პენიტენციური დაწესებულებები და ის დანაყოფები, რომელთა საქმიანობაც უშუალოდ არის დაკავშირებული სასჯელის აღსრულებასთან. ცვლილებით ხდება სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის გაუქმება. გარდა ამისა, ზუსტდება ცალკეული სპეციალური საშუალებების გამოყენების საკითხები, აგრეთვე კანონპროექტი ითვალისწინებს რეორგანიზაციასა და სამართალმემკვიდრეობასთან დაკავშირებულ რეგულაციებს) 

6.         საქართველოს კანონის პროექტი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ II მოსმენა

            (წარმოდგენილი კანონის პროექტი განსაზღვრავს სასჯელაღსრულებისა და პრობციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებისა და საქმიანობის წესს, აგრეთვე მის უფლებამოსილებებს, მოსამსახურის სტატუსს, სამსახურში მიღების წესს, ასევე მოსამსახურეთა პროფესიული მომზადების სისტემას, მათ სამართლებრივ, სოციალურ და უსაფრთხოების დაცვის გარანტიებს. კანონპროექტით გათვალისწინებულია გარდამავალ დებულებები პროექტში მოცემული მიზნებისა და ამოცანების განხორციელების უზრუნველსაყოფად)

7.         საქართველოს კანონის პროექტი „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“   II მოსმენა  

            (შემოთავაზებული ცვლილებით კანონი შესაბამისობაში მოდის პაკეტით წარმოდგენილ „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან, კერძოდ, „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება“ იცვლება ტერმინით „პენიტენციური დაწესებულება“. გარდა ამისა, განისაზღვრება, რომ სამართლებრივი აქტის მიმღებმა (გამომცემმა) ორგანომ წინასწარ შესაბამის პრობაციის ბიუროში გამოუცხადებლობისას კანონით განსაზღვრული ღონისძიებების თაობაზე აგრეთვე უნდა გააფრთხილოს ის მსჯავრდებულიც, რომლის საცხოვრებელი ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა)

8.         საქართველოს კანონის პროექტი „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა  

            (წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირებს წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლებათ როგორც საქართველოს პროკურატურის ორგანოებში, ისე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, გენერალურ ინსპექციასა და საგამოძიებო დეპარტამენტში სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახური. გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს გარდამავალ ნორმას პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოს თანამშრომელთა განსაზღვრული კატეგორიისათვის წელთა ნამსახურებისათვის  სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნასთან დაკავშირებით)

9.         საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა  

            (წარმოდგენილი პროექტით კანონს ემატება მუხლი, რომელიც ადგენს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოსა და პენიტენციური დაწესებულების სოციალური სამსახურის მოსამსახურეთა კომპენსაციის გაანგარიშების წესს)

10.       საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ II მოსმენა    

             (წარმოდგენილი ცვლილებით, კოდექსი შესაბამისობაში მოდის პაკეტით წარმოდგენილ „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. კერძოდ, შესაბამის მუხლებში ჩანაწერი „სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე“ იცვლება ჩანაწერით „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის - პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი“; პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ნაცვლად განისაზღვრება პენიტენციური დაწესებულება, ხოლო ტერმინი „ბადრაგირება“ იცვლება ტერმინით „გაყვანა/გადაყვანა“)

11.       საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ II მოსმენა  

             (სისხლის სამართლის კოდექსში არსებული ჩანაწერი „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება“ იცვლება ჩანაწერით „პენიტენციური დაწესებულება“ და „სპეციალური პენიტენციური სამსახური“. პროექტის თანახმად, დასჯადია თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მყოფი პირისათვის აკრძალული საგნის გადაცემა და აგრეთვე, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მოთავსებული პირის მიერ აკრძალული საგნის შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ანდა ამ საგნით სარგებლობა. აგრეთვე დასჯადი ხდება თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებიდან გაქცევა. ცვლილება ხორციელდება ასევე შესაბამის მუხლებში)

12.       საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ II მოსმენა  

             (წარმოდგენილი ცვლილებით, იმ მუხლში, რომელიც განსაზღვრავს თუ რა ითვლება საქველმოქმედო საქმიანობად, შესაბამის ქვეპუნქტში ჩანაწერი პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება იცვლება ჩანაწერით პენიტენციური დაწესებულება)

13.       საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ II მოსმენა  

             (წარმოდგენილი კანონის პროექტით ხდება ტერმინის დაზუსტება მუხლში, რომელიც ეხება წარმომადგენლის უფლებამოსილების გაფორმებას, კერძოდ,  პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირის მიერ გაცემულ მინდობილობას დაამოწმებს შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია)

14.       საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ II მოსმენა  

             (წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით, ანდერძის დადასტურებისას ნოტარიუსთან გათანაბრებული პირია პენიტენციური დაწესებულების დირექტორი, თუ მოანდერძე პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება)

15.       საქართველოს კანონის პროექტი „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა  

            (წარმოდგენილი ცვლილებით, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილე არის აგრეთვე მხარის წარმომადგენელი,  თუ კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების შემტანი პირი მოთავსებულია პენიტენციურ დაწესებულებაში)

16.       საქართველოს კანონის პროექტი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა  

            (წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება შესაძლებელია მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობით ან იმ შემთხვევებში, როცა ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმეებისა და რეესტრების წარმოება, მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვა, ან/და სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით მონაცემთა დამუშავება)

17.       საქართველოს კანონის პროექტი „საპარლამენტო ფრაქციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა  

            (კანონის პროექტით ზუსტდება ტერმინი და განისაზღვრება, რომ ფრაქციას უფლება აქვს, თავისი საქმიანობის საჭიროებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული წესის შესაბამისად დასვას საკითხი მის შემადგენლობაში შემავალი პარლამენტის წევრისთვის საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ პენიტენციურ დაწესებულებებში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭების შესახებ)

18.       საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა  

            (კანონის პროექტით ზუსტდება ტერმინი და განისაზღვრება, რომ პარლამენტის წევრს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული წესის შესაბამისად შეიძლება მიეცეს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ პენიტენციურ დაწესებულებებში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება)

19.       საქართველოს კანონის პროექტი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა  

            (წარმოდგენილი კანონის პროექტით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამოცანად განისაზღვრება აგრეთვე პენიტენციურ დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა. თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების უფლება ექნებათ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტსა და პენიტენციური დაწესებულებების უსაფრთხოების სამსახურებსა და საგამოძიებო დეპარტამენტს)

20.       საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ II მოსმენა  

            (კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამის მუხლებში არსებული ჩანაწერი „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება“ იცვლება ჩანაწერით „პენიტენციური დაწესებულება“. გარდა ამისა, განისაზღვრება, რომ დამრღვევის ადმინისტრაციული დაკავება შეეძლებათ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფლებამოსილ თანამშრომლებს - ამ კოდექსის 45- მუხლით (ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა ანდა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება) გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში)

21.       საქართველოს კანონის პროექტი „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“    II მოსმენა  

            (წარმოდგენილი ცვლილებით შესაბამის მუხლებში ტერმინი „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები“ იცვლება ტერმინით პენიტენციური დაწესებულებები)

22.       საქართველოს კანონის პროექტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა  

            (წარმოდგენილი ცვლილებით შესაბამის მუხლებში ტერმინი „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება“ იცვლება ტერმინით პენიტენციური დაწესებულება)

23.       საქართველოს კანონის პროექტი „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა  

            (წარმოდგენილი ცვლილებით შესაბამის მუხლში ტერმინი „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება“ იცვლება ტერმინით პენიტენციური დაწესებულება)

24.       საქართველოს კანონის პროექტი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა  

            (წარმოდგენილი ცვლილებით მუხლში, რომელიც განსაზღვრავს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილს, ტერმინი „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება“ იცვლება ტერმინით პენიტენციური დაწესებულება)

25.       საქართველოს კანონის პროექტი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა  

            (წარმოდგენილი ცვლილებით შესაბამის მუხლებში ზუსტდება ტერმინები, კერძოდ, „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება“ იცვლება ტერმინით პენიტენციური დაწესებულება, „სასჯელაღსრულების დეპარტამენტის“ ნაცვლად განისაზღვრება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში შემავალი შესაბამისი სამსახური, ხოლო ჩანაწერი „ბადრაგირება“ იცვლება „გაყვანა/გადაყვანით“)

26.       საქართველოს კანონის პროექტი „სპორტის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა  

            (წარმოდგენილი ცვლილებით შესაბამის მუხლში ტერმინი „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება“ იცვლება ტერმინით პენიტენციური დაწესებულება)

27.       საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა    

            (წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით, აღნიშნული კანონის მოქმედება ჩამოთვლილ მოსამსახურეებზე ვრცელდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებზეც მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი)

28.       საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა  

            (წარმოდგენილი ცვლილებით ზუსტდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემიდან იმ მოსამსახურეთა წრე, რომლებისთვისაც დაწესებულია  სპეციალური წოდებები. კერძოდ, კანონში ჩამოთვლილი სპეციალური წოდებები წესდება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციურ სამსახურში, სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საგამოძიებო დეპარტამენტში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში)

29.       საქართველოს კანონის პროექტი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“   II მოსმენა     

            (წარმოდგენილი პროექტით კანონს ემატება მუხლი, რომელიც განსაზღვრავს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესს)

30.       საქართველოს კანონის პროექტი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა  

            (წარმოდგენილი ცვლილებით შესაბამის მუხლებში ტერმინი „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება“ იცვლება ტერმინით პენიტენციური დაწესებულება)

31.       საქართველოს კანონის პროექტი „საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა  

            (წარმოდგენილი ცვლილებით შესაბამის მუხლებში ტერმინი „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება“ იცვლება ტერმინით პენიტენციური დაწესებულება)

32.       საქართველოს კანონის პროექტი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა    

            (წარმოდგენილი ცვლილებით შესაბამის მუხლებში ტერმინი „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება“ იცვლება ტერმინით პენიტენციური დაწესებულება)

33.       საქართველოს კანონის პროექტი „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა    

            (წარმოდგენილი ცვლილებით შესაბამის მუხლებში ჩანაწერი „წინასწარი პატიმრობის ან სასჯელაღსრულების დაწესებულება“ იცვლება ტერმინით პენიტენციური დაწესებულება)

34.       საქართველოს კანონის პროექტი „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა    

            (წარმოდგენილი ცვლილებით, მუხლში, რომელიც განსაზღვრავს სანოტარო წესით დადასტურებულ დოკუმენტებთან გათანაბრებულ დოკუმენტების ჩამონათვალს და მათი დამოწმების წესს, პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ნაცვლად ჩაიწერება პენიტენციური დაწესებულება, ხოლო პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის ნაცვლად - პენიტენციური დაწესებულების დირექტორი)

35.       საქართველოს კანონის პროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა    

            (წარმოდგენილი კანონის პროექტით ხდება ტერმინის ცვლილება და ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო სამედიცინო დახმარების სახედ განისაზღვრება მკურნალობა პენიტენციურ დაწესებულებებში)

36.       საქართველოს კანონის პროექტი „აივ ინფექცია/შიდსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა    

            (წარმოდგენილი კანონის პროექტით ხდება ტერმინის ცვლილება და აივ ინფექცია/შიდსის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპად განისაზღვრება აივ ინფექცია/შიდსის პრევენციის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკის, მხარდაჭერის/ხელშეწყობისა და მოვლის, აგრეთვე ზიანის შემცირების ხელშეწყობა პენიტენციურ დაწესებულებებში)

37.       საქართველოს კანონის პროექტი „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა  

            (წარმოდგენილი ცვლილებით შესაბამის მუხლში ტერმინი „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება“ იცვლება ტერმინით პენიტენციური დაწესებულება)

38.       საქართველოს კანონის პროექტი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა  

            (კანონპროექტის მიხედვით, ზუსტდება ტერმინი და განისაზღვრება, რომ პოლიცია პრევენციული ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ოჯახში ძალადობის მსხვერპლისთვის დაუყოვნებლივ შეტყობინებას მის მიმართ ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) პენიტენციური დაწესებულებიდან განთავისუფლების შესახებ)

39.       საქართველოს კანონის პროექტი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა  

            (კანონპროექტის მიხედვით, ზუსტდება ტერმინი და განისაზღვრება პოლიციის ვალდებულება, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ოჯახში ძალადობის მსხვერპლს დაუყოვნებლივ შეატყობინოს მის მიმართ ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) პენიტენციური დაწესებულებიდან განთავისუფლების შესახებ)

40.       საქართველოს კანონის პროექტი „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა    

            (წარმოდგენილი ცვლილებით შესაბამის მუხლში ტერმინი „თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება“ იცვლება ტერმინით პენიტენციური დაწესებულება)

41.       საქართველოს კანონის პროექტი „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა    

            (წარმოდგენილი ცვლილებით შესაბამის მუხლში ტერმინი „თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება“ იცვლება ტერმინით პენიტენციური დაწესებულება)

42.       საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“  II მოსმენა    

            (წარმოდგენილი ცვლილებით ორგანული კანონის შესაბამის მუხლებში ტერმინი „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება“ იცვლება ტერმინით პენიტენციური დაწესებულება)

43.       საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა  

             (წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტი მიხედვით, მოქალაქეს, რომელიც დაინიშნება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურედ, შეუწყდება პარტიის წევრობა)

44.       საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ II მოსმენა    

            (წარმოდგენილი ცვლილებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესაბამის მუხლებში არსებული ჩანაწერები „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება“ და „სასჯელაღსრულების დაწესებულება“ იცვლება ჩანაწერით „პენიტენციური დაწესებულება“, ხოლო ჩანაწერი „საპატიმრო სასჯელი“ - ჩანაწერით „თავისუფლების აღკვეთა“)

45.       საქართველოს კანონის პროექტი „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/218, 23.05.2014) I მოსმენა

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე კახა კახიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია)

              (წარმოდგენილი ცვლილებით, თავისუფლების შეზღუდვის ოფიცერს ექნება უფლებამოსილება, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას (კერძოდ, პერიოდულად ან ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის თაობაზე გონივრული ეჭვის არსებობისას) მოსთხოვოს თავისუფლებაშეზღუდულ პირს 5 სამუშაო დღეში გაიაროს სათანადო შემოქმება და წარმოადგინოს შესაბამისი დასკვნა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი ნივთიერების გამოყენება ხდება ექიმის დანიშნულებით სამკურნალო მიზნებისათვის. გარდა აღნიშნულისა, კანონპროექტით ზუსტდება პრობაციის რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში ამ დარღვევის საპატიოდ ჩათვლასთან დაკავშირებული საკითხები)

46.       საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის  თავმჯდომარის არჩევის საკითხი.

47.       საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის საკითხი.

48.       საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის საკითხი.

49.       საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის საკითხი.