empty

საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2016 წლის 2 თებერვლის სხდომის დღის წესრიგი

 

საქართველოს  VIII  მოწვევის პარლამენტის 2016  წლის 3-5 თებერვლის პლენარული სხდომების დღის წესრიგი  

კენჭსაყრელი  საკითხები:             

1.         საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი „პოლიტიკური ოპონენტების მიმართ შერჩევითი სამართლისა და სიძულვილის ენის შეწყვეტის, ასევე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისადმი სოლიდარობის აქციის დროს დაკავებული პირებისათვის აღმკვეთი ღონისძიების არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლის თაობაზე“ (N07-3/508, 13.11.2015)

                (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ნაციონალური მოძრაობა-რეგიონები“, „ნაციონალური მოძრაობა-მაჟორიტარები“ ინიციატივა; მომხსენებელნი: - გიორგი ბარამიძე, დავით დარჩიაშვილი, გიორგი თევდორაძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია)

2.         საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/470; 23.07.2015) I მოსმენა  

                (საპარლამენტო ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების ინიციატივა“; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ონოფრიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(კანონპროექტით იმპორტის გადასახადისაგან და ჩათვლის უფლების გარეშე აქციზისაგან თავისუფლდება ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილები)

 

განსახილველი  საკითხები: 

1.         საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.

2.         საქართველოს კანონის პროექტი„ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/523; 02.12.2015) III მოსმენა  

(საქართველოს პარლამენტის წევრის ნოდარ ებანოიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ნოდარ ებანოიძე)

(კანონპროექტის მიხედვით აუდიტის ჩატარება სავალდებულოა ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტებისათვის, რომლებსაც ევალებათ ყოველწლიური აუდიტის ჩატარება)

3.         საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/505, 05.11.2015) III მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრის გუგული მაღრაძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძე)

(წარმოდგენილი პროექტით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უფლებამოსილი იქნებიან მონაწილეობა მიიღონ ოჯახში ძალადობის პრევენციის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ღონისძიებებში. ამასთან, განისაზღვრება, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვროს ოჯახში ძალადობის პრევენციის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ხელშემწყობი პროგრამები (პროექტები) და აღნიშნულ სფეროში მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების მონაწილეობის ფორმები)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

4.         საქართველოს კანონის პროექტი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ III მოსმენა

(წარმოდგენილი კანონის პროექტით განისაზღვრება ოჯახში ძალადობის პრევენციის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილება და აღნიშნულ სფეროში ამ ორგანოების მონაწილეობის ფორმები)

5.         საქართველოს კანონის პროექტი „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/517, 26.11.2015)  III მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრის გია ჟორჟოლიანის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი)

            (წარმოდგენილი ცვლილებით, კანონით განისაზღვრება მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის, კაცობური აღკვეთილის და გარდაბნის აღკვეთილის საზღვრები და კოორდინატები, აგრეთვე იცვლება მათი ფართობი)

6.         საქართველოს კანონის პროექტი „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“  III მოსმენა

            (წარმოდგენილი ცვლილებით, კანონით განისაზღვრება ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის და ნეძვის აღკვეთილის საზღვრები და კოორდინატები, აგრეთვე იცვლება მათი ფართობი. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ცხადდება ის ნორმატიული აქტები, რომლებიც ამჟამად განსაზღვრავენ აღნიშნულ კოორდინატებს)

7.         საქართველოს კანონის პროექტი „ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ III მოსმენა

            (წარმოდგენილი ცვლილებით გოჭკადილის კანიონის ბუნების ძეგლს ეცვლება სახელი მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლით, ზუსტდება მისი მდებარეობა და ფართობი. გარდა ამისა, იქმნება ახალი ბუნების ძეგლი - ბირთვისის ბუნების ძეგლი და ასევე დგინდება მისი მდებარეობა, ფართობი და კოორდინატები)

8.         საქართველოს კანონის პროექტი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ III მოსმენა

            (წარმოდგენილი ცვლილებით, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურებების და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლებით გადაცემით მიღებული შემოსავლები. გარდა ამისა, დაცულ ტერიტორიის შიგნით რეგულირებას ექვემდებარება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, ტრადიციული შენობა-ნაგებობების მშენებლობის მიზნით, ან დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით განსაზღვრული საქმიანობისათვის, არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსების (ფიქალის ქვა) მოგროვება, რომლის მოპოვების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. ასევე განისაზღვრება რამდენიმე ნორმატიული აქტის გამოცემის ვადა)

9.         საქართველოს კანონის პროექტი „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ III მოსმენა

(წარმოდგენილი ცვლილებით განისაზღვრება კოლხეთის ეროვნული პარკის, ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალისა და ქობულეთის აღკვეთილის ზუსტი ფართობები და ის გეოგრაფიული კოორდინატები, რომლებსაც მოიცავს აღნიშნული დაცული ტერიტორიები. გარდა ამისა, ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილება არაუმეტეს 30 ც.ძ-ის თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვისძრავიანი ნავით დაიშვება 2019 წლის 1 იანვრამდე (ნაცვლად 2016 წლის 1 იანვრისა.

10.       საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/515, 25.11.2015) II მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრის ფრიდონ საყვარელიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ფრიდონ საყვარელიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე  კიღურაძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  ერეკლე ტრიპოლსკი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

            (წარმოდგენილი ცვლილებით ახლებურად განისაზღვრება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს და მისი წევრის (მრჩევლის) ჰონორარის საკითხი. კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით მრჩეველთა საბჭოსათვის დაკისრებული მოვალეობების განსახორციელებლად, გამოყოფილი თანხა შეადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტის 3 პროცენტს. აქედან მრჩეველთა საბჭოს წევრების ჰონორარისათვის გამოყოფილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბიუჯეტის 2 პროცენტს)

11.       საქართველოს კანონის პროექტი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/407, 19.11.2015) II მოსმენა  

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ხმალაძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე)

(კანონპროექტით ხდება საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში მიწოდების და მასზე ანგარიშსწორების სამართლებრივი რეგულირება. მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგური განიმარტება როგორც საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული განახლებადი ენერგიის წყარო, რომელიც მიერთებულია ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების ადგილას და რომლის სიმძლავრეც არ აღემატება 100 კილოვატს. აღნიშნული საქმიანობა არ ჩაითვლება ელექტროენერგიის წარმოების საქმიანობად. მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებლის მიერ განაწილების ლიცენზიატისათვის მიწოდებული ელექტროენერგიის გაქვითვის ან/და ჭარბი ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურების წესი განისაზღვრება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებით“)

12.       საქართველოს კანონის პროექტი „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/512, 19.11.2015) II მოსმენა  

(საქართველოს პარლამენტის წევრების გოგი თოფაძის და გია ჟორჟოლიანის ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის წევრები გიორგი თოფაძე და გია ჟორჟოლიანი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბიძინა გუჯაბიძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(წარმოდგენილი ცვლილებით კანონის მიზნად განისაზღვრება საქართველოს მთელი ტერიტორიის ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისგან თავისუფალ ზონად გამოცხადება. თავისუფალ ზონად გამოცხადება გულისხმობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარემოში ინტროდუქციის, საბაზრო ქსელში განთავსების, იმპორტის (გარდა მეცნიერული კვლევებისათვის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით იმპორტისა) და რეექსპორტის აკრძალვას. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. უქმდება  ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზია და კანონიდან ამოდის შესაბამისი ნორმები)

13.       საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა  

(წარმოდგენილი ცვლილებით ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარემოში ინტროდუქციისა და საბაზრო ქსელში განთავსებისათვის, აგრეთვე აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისათვის იზრდება ჯარიმის ოდენობები)

14.       საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა  

            (წარმოდგენილი ცვლილებით კოდექსს ემატება მუხლი, რომელიც განსაზღვრავს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტის (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით იმპორტისა) ან/და რეექსპორტისათვის)

15.       საქართველოს კანონის პროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა  

(კანონპროექტით უქმდება ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზია)

16.       საქართველოს კანონის პროექტი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა  

            (კანონპროექტით უქმდება ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებისათვის სალიცენზიო მოსაკრებელი შესაბამისი ლიცენზიის გაუქმების საფუძველზე)

17.       საქართველოს კანონის პროექტი „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა  

            (წარმოდგენილი ცვლილებით ხდება იმ ნორმის ამოღება, რომლის მიხედვითაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ ხდება უქმდება ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის გაცემა, ვინაიდან წარმოდგენილი პაკეტით უქმდება აღნიშნული ლიცენზია)

18.       საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/363, 02.07.2015) I მოსმენა   

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური)

(წარმოდგენილი ცვლილებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვრება 28 წევრით (ნაცვლად პლენუმის მიერ რაოდენობის განსაზღვრისა). უქმდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, ასევე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეების ინსტიტუტი. ახლებურად ყალიბდება სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების თავმჯდომარეთა თანამდებობაზე გამწესების საკითხი, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დანიშვნის ნაცვლად მათ შესაბამისი სასამართლოების მოსამართლეები აირჩევენ. საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები, ასევე იუსიტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი. კანონპროექტი აწესრიგებს მოსამართლეთა მივლინების საკითხებს, გათვალისწინებულია დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის შემოღება, ასევე იუტიციის უმაღლეს საბჭოში სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის შექმნა. ცვლილებით განისაზღვრება ცალკეული პროცედურული საკითხებიც)

19.       საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა   

(წარმოდგენილი ცვლილებით, მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან ერთად ჩაერთვება დამოუკიდებელი ინსპექტორი. დამოუკიდებელი ინსპექტორი იწყებს მოსამართლის მიმართ დისციპლინურ სამართალწარმოებას, აგრეთვე ახორციელებს დისციპლინური საქმის წინასწარ შემოწმებას და გამოკვლევას. მოსამართლის დისციპლინური პასუხისგებაში მიცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. გაწერილია დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის საფუძვლები, დამოუკიდებელი ინსპექტორის აცილების საკითხი, ასევე გათვალისწინებულია აღნიშნულ პროცესში მოსამართლეთა დაცვის სამართლებრივი გარანტიები)

20.       საქართველოს კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა   

(წარმოდგენილი ცვლილებით ხდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეზე მითითების ამოღება შესაბამისი მუხლებიდან, ვინაიდან პაკეტით წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტით უქმდება აღნიშნული თანამდებობა)

21.       საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა   

(წარმოდგენილი ცვლილებით ხდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის (პირველი მოადგილის) და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობრივი სარგოების განმსაზღვრელი დებულების ამოღება შესაბამისი მუხლიდან, ვინაიდან პაკეტით წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტით უქმდება აღნიშნული თანამდებობები. ასევე ამოღებული იქნება მითითება „საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელსაც აუქმებს პაკეტით წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტი)

22.       საქართველოს კანონის პროექტი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა   

(კანონპროექტით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეზე მითითება იცვლება „უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ მოსამართლეზე“ მითითებით, ვინაიდან პაკეტით წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის ინსტიტუტი უქმდება)

23.       საქართველოს კანონის პროექტი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა   

(წარმოდგენილი ცვლილებით მუხლიდან, რომელიც ეხება მთავარის პროკურორის მიერ გარკვეული შეღავათებით სარგებლობას, ხდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებისათვის გათვალისწინებულ შეღავათებზე მითითების ამოღება)

24.       საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა   

(კანონპროექტით შემოთავაზებულია საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ახლებური რეგულირება (კონკრეტდება და განისაზღვრება ახალი საფუძვლები). კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ ჰქონია მიღებული ან საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე ამავე სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; ასევე, თუ  სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს)

25.       საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა   

(კანონპროექტით შემოთავაზებულია საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ახლებური რეგულირება (კონკრეტდება და განისაზღვრება ახალი საფუძვლები). კერძოდ, იგი განისაზღვრება ადმინისტრაციულ პროცესში მოცემული რეგულირების ანალოგიურად. ამასთან კანონპროექტის მიხედვით, სასამართლო ვალდებული იქნება საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ გამოიტანოს დასაბუთებული განჩინება, რომელიც უნდა შეიცავდეს კასატორის მიერ მითითებული დასაშვებობის საფუძვლების არგუმენტირებულ უარყოფას)

26.       საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა   

(კანონპროექტით შემოთავაზებულია საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ახლებური რეგულირება (კონკრეტდება და განისაზღვრება ახალი საფუძვლები). კერძოდ, იგი განისაზღვრება ადმინისტრაციულ და სამოქალაქო პროცესში მოცემული რეგულირების ანალოგიურად. დამატებით განისაზღვრება, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია. ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, სასამართლო ვალდებული იქნება საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ გამოიტანოს დასაბუთებული განჩინება, რომელიც უნდა შეიცავდეს კასატორის მიერ მითითებული დასაშვებობის საფუძვლების არგუმენტირებულ უარყოფას)

27.       საქართველოს კანონის პროექტი „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა   

            (კანონპროექტის მიხედვით იუსტიციის მსმენელი იქნება პირი, რომელიც კონკურსის გავლის შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ჩაირიცხა სკოლაში სასწავლებლად (მიუხედავად იმისა გადაეცა თუ არა მას იუსტიციის მსმენელის დამადასტურებელი მოწმობა). კანონს ემატება მუხლი, რომელიც აწესრიგებს იუსტიციის მსმენელის პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ასევე დგინდება იუსტიციის უმაღლესი სკოლის სასწავლო კურსის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის წესი)

28.       საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა      

            (კანონპროექტის მიხედვით, მოსამართლეობის კანდიდატი ვალდებულია საქართველოს რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსში მონაწილეობის მიზნით განცხადების წარდგენიდან 7 დღის ვადაში შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია)

29.       საქართველოს კანონის პროექტი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/431; 18.12.2015) I მოსმენა

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე  კიღურაძე)

(წარმოდგენილი ცვლილებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დგინდება ზოგადი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტებისგან განსხვავებული სტანდარტები; ავტორიზაციის ვადად 5 წლის ნაცვლად განისაზღვრება 6 წელი, ხოლო აკრედიტაციის ვადად - 7 წელი; კანონპროექტით აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილებებს ემატება კიდევ ერთი სახის გადაწყვეტილება - პირობითი აკრედიტაციის შესახებ და რეგულირდება მასთან დაკავშირებული საკითხები; გათვალისწინებულია დავის განმხილველი ორგანოს - სააპელაციო საბჭოს შექმნა, რომელშიც შესაძლებელია გასაჩივრდეს ავტორიზაციის/აკრედიტაციის საბჭოების გადაწყვეტილებები; ავტორიზაციის/აკრედიტაციის ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადა იზრდება 180 დღემდე, ხოლო ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დროს დაწესებულებებისთვის ხარვეზის გამოსასწორებელი ვადა იზრდება 60 დღემდე)

30.       საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა

(წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის დებულებით ავტორიზაციის საბჭოს უფლებამოსილებასთან ერთად შესაძლებელია განისაზღვროს მისი საქმიანობის წესიც)

31.       საქართველოს კანონის პროექტი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა

(კანონპროექტის მიხედვით საქართველოს მთავრობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით დაამტკიცებს პროფესიული სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით პროფესიული სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესს. გარდა ამისა, კანონპროექტით გათვალისწინებულია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის დებულებით ავტორიზაციის საბჭოს საქმიანობის წესის განსაზღვრის შესაძლებლობა)

32.       საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა  

(წარმოდგენილი ცვლილებით ახლებურად ყალიბდება უამაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები, კერძოდ: ორგანიზაციული სტრუქტურა და მართვა, მისია და სტრატეგიული განვითარება, საგანმანათლებლო პროგრამები, პერსონალი, სტუდენტები და მათი მხარდაჭერის ღონისძიებები, კვლევა, განვითარება ან/და სხვა შემოქმედებითი საქმიანობა, მატერიალური, საინფორმაციო და ფინანსური რესურსები; კანონპროექტით ავტორიზაციის ვადად განისაზღვრება 6 წელი, ხოლო აკრედიტაციის ვადად - 7 წელი; ავტორიზაციაზე უარის თქმის ან მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გათვალისწინებულია იურიდიული პირის უფლებამოსილება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგინოს საავტორიზაციო განაცხადი აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის შემდეგ; გარდა ამისა, განისაზღვრება პირობითი აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული საკითხები)

33.       საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/449, 27.05.2015) I მოსმენა   

                (საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ხაჩიძის ინიციატივა; მომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ხაჩიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართებით გათვალისწინებული რამდენიმე ნარკოტიკული საშუალების (კანაფი, კანაფის ექსტრაქტი და ნაყენი, ასევე მარიხუანა (გამომშრალი/ნედლი)) გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონო შეძენა ან შენახვა, ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება)

34.       საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა   

(წარმოდგენილი ცვლილებით შესაბამის მუხლში ცალკე ნაწილად გამოიყოფა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართებით განსაზღვრული რამდენიმე ნარკოტიკული საშუალების (კანაფი, კანაფის ექსტრაქტი და ნაყენი, ასევე მარიხუანა (გამომშრალი/ნედლი)) გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონო შეძენა ან შენახვა, ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება. კანონპროექტით ამ ქმედებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 100 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში 300 ლარის ოდენობით)

35.       საქართველოს კანონის პროექტი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/472, 07.08.2015) I მოსმენა  

                (საქართველოს პარლამენტის წევრების ზურაბ ჯაფარიძის და გიორგი მელაძის ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის წევრები ზურაბ ჯაფარიძე და გიორგი მელაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

            (წარმოდგენილი კანონპროექტით კანონიდან ამოდის ნორმა, რომლის მიხედვითაც კომანდიტური საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს)

36.       საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/491, 12.10.2015) I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრის ზურაბ ჯაფარიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ჯაფარიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(წარმოდგენილი ცვლილებით კანონიდან ამოღებული იქნება ნორმა, რომლის მიხედვითაც მეწარმე სუბიექტი შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისათვის ვალდებულია საჯარო რეესტრში დაარეგისტრიროს ერთ წელზე მეტი ვადით დადებული გარიგებები, აგრეთვე ქირავნობა, ქვექირავნობა, იჯარა, ქვეიჯარა, თხოვება, ლიზინგი, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები)

37.       საქართველოს კანონის პროექტი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (#07-3/494, 15.10.2015)  I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრის აკაკი ბობოხიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი აკაკი ბობოხიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(წარმოდგენილი ცვლილებით განისაზღვრება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარისა და წევრების შრომითი გასამრჯელოს ზღვრული ოდენობა, კერძოდ,  კომისიის თავმჯდომარის შემთხვევაში იგი არ უნდა აღემატებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთს, ხოლო კომისიის წევრების შემთხვევაში - საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთს)

38.       საქართველოს კანონის პროექტი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/495, 15.10.2015) I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრის აკაკი ბობოხიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი აკაკი ბობოხიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(წარმოდგენილი ცვლილებით განისაზღვრება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარისა და წევრების შრომითი გასამრჯელოს ზღვრული ოდენობა, კერძოდ,  კომისიის თავმჯდომარის შემთხვევაში იგი არ უნდა აღემატებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთს, ხოლო კომისიის წევრების შემთხვევაში - საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთს) 

39.       საქართველოს კანონის პროექტი „სააქციო საზოგადოების - საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/496, 15.10.2015) I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრის აკაკი ბობოხიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი აკაკი ბობოხიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(წარმოდგენილი ცვლილებით განისაზღვრება საპარტნიორო ფონდის მთავარი აღმასრულებლის შრომითი გასამრჯელოს ზღვრული ოდენობა, კერძოდ, იგი არ უნდა აღემატებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთს)

40.       საქართველოს კანონის პროექტი „სპორტის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/524; 07.12.2015) I მოსმენა

                (საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  სპორტისა და ახალაგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  სპორტისა და ახალაგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

            (წარმოდგენილი პროექტით ახლებურად განისაზღვრება საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციის სამართლებრივი ფორმა, კერძოდ იგი არის - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე შექმნილი კერძო სამართლის არასამაეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. გარდა ამისა განისაზღვრა საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციის უმაღლესი ორგანო, კერძოდ ყრილობა, და მისი შემადგენლობა (ანუ შემადგენლობაში წევრთა არანაკლებ ¾-ს უნდა წარმოადგენდნენ სპორტული ორგანიზაციები). განისაზღვრა ასევე თუ ვინ შეიძლება იყოს საქართველოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი.პროექტში, შესაბამისი ცვლილებები იქნა გათვალისწინებული ასევე გარდამავალი დებულების სახითაც)

41.       საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი „ევროკომისიის, ევროპარლამენტის, ევროკავშირის საბჭოს, ევროპული საბჭოს, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურისადმი“ (#07-3/525, 07.12.2015)    

                (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ნაციონალური მოძრაობა-რეგიონები“, „ნაციონალური მოძრაობა-მაჟორიტარები“ ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი გაბაშვილი, გიორგი ბარამიძე, დავით დარჩიაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე)

42.       საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „ბარბარე რაფალიანცის, ეროსი კიწმარიშვილისა და შალვა თათუხაშვილის მკვლელობებთან დაკავშირებული დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე“ (N11055, 24.09.2015)

                (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ნაციონალური მოძრაობა-მაჟორიტარები“ და „ნაციონალური მოძრაობა-რეგიონები“ ინიციატივა;         მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ მაჭავარიანი, ირმა ნადირაშვილი, აკაკი მინაშვილი, სერგო რატიანი)