ფრაქცია „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაში საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

06 ნოემბერი 2020
ფრაქცია „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაში საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

ფრაქცია „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაში დღეს საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დიეგო კოლასს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს.

„ელჩთან საუბრისას დეტალურად გავიარეთ ის საკითხები, რომელიც უკავშირდება არჩევნებს. გავაცანით ჩვენს ხელთ არსებული მაგალითები კონკრეტული დარღვევებისა, რომელიც სამწუხაროდ ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა საარჩევნო პროცესში.

ამასთანავე ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ გამოსავლის გზებზე. შეხვედრაზე ითქვა, რომ ყველა პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობა, პირველ რიგში მმართველი პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობაა ავიცილოთ ფართომასშტაბიანი დაპირისპირებები და საპროტესტო გამოსვლების პროცესში შენარჩუნდეს მშვიდობიანი ფომა. მე მივმართავ დიპლომატიურ კორპუსს აქტიური როლი შეასრულონ დიალოგის მაგიდის ფორმირებაში. ისევე როგორც 8 მარტს დიპლომატიურმა კორპუსმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, დღესაც დგას მომენტი, როდესაც საქართველოს სჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა რათა თავიდან ავიცილოთ როგორც რევოლუციური სცენარები ასევე დაპირისპირება. შესაძლებელია საუკეთესო ოპტიმალური გამოსავლის ძიება ერთობლივი დიალოგით და დიპლომატიურმა კორპუსმა უნდა შეასრულოს შესაბამისი როლი“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

გალერეა

  • ფრაქცია „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაში საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა