გიგა ბოკერია პარლამენტის აპარატის სტაჟიორებს შეხვდა

02 ოქტომბერი 2019
გიგა ბოკერია პარლამენტის აპარატის სტაჟიორებს შეხვდა

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია პარლამენტის აპარატის სტაჟიორებს შეხვდა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ახალგაზრდები ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესით, საკონსტიტუციო რეფორმით, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივებით დაინტერესდნენ. ასევე ყურადღება გამახვილდა ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ ისეთ გამოწვევებზე, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და რუსული პროპაგანდა.

იმისთვის, რომ საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები საერთაშორისო ასპარეზზე მუდმივად ყურადღების ცენტრში იყოს, პირველ რიგში, ქვეყნის ხელისუფლებამ ეს ამოცანა უნდა დაისახოს მიზნად, შემდეგ კი, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას ამ მიმართულებით“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
სტაჟირების პროგრამის ფარგლებში მსგავსი შეხვედრები პერმანენტულად გაგრძელდება.

გალერეა

  • გიგა ბოკერია პარლამენტის აპარატის სტაჟიორებს შეხვდა, 2019 წლის 2 ოქტომბერი