საპარლამენტო ოპოზიციის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ

21 სექტემბერი 2019
საპარლამენტო ოპოზიციის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საპარლამენტო ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველო - რეგიონების“ წევრები „ფონდი ღია საზოგადოების“ წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარ თემას უზენაესი სასამართლოს უვადოდ განწესებულ მოსამართლეთა კანდიდატების პირადი საქმეების გაცნობა წარმოადგენდა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პარლამენტის წევრებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი მოსამართლეობის 20 კანდიდატის პორტფოლიო გააცნეს და მათ მიერ განხილულ საქმეებსა და პროფესიულ კვალიფიკაციაზე ისაუბრეს.

„ფონდი ღია საზოგადოების“ წევრებმა მოცულობითი სამუშაო გასწიეს და დეტალურად შეისწავლეს უზენაესი სასამართლოს კანდიდატების მიერ განხილული საქმეები, მათი ფინანსური მხარეები. „ევროპული საქართველო“ მიიჩნევს, რომ სასამართლო ხელისუფლება არის მძიმე კრიზისში და მას მართავს პირთა გარკვეული ჯგუფი ე.წ. „კლანი“, რომელიც უზრუნველყოფს მართლმსაჯულების სისტემის მორჩილებას. ეს არის მანკიერი სისტემა, რომელიც უნდა შეიცვალოს, თუმცა ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ამის მოლოდინი არ გვაქვს. ჩვენი მთავარი მიზანი ამ გასაუბრების პროცესში საზოგადოებამ დაინახოს და შეაფასოს თუ რა კანდიდატები წარმოადგინა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და ვის არჩევას აპირებს საპარლამენტო უმრავლესობა“, - განაცხადა პარლამენტის წევრმა, ოთარ კახიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრას საპარლამენტო ოპოზიციის წევრები: გიორგი ბოკერია, სერგო რატიანი, გიორგი კანდელაკი და ოთარ კახიძე დაესწრნენ.

გალერეა

  • საპარლამენტო ოპოზიციის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ, 2019 წლის 21 სექტემბერი