ევროპარლამენტის ყოფილ წევრთა ასოციაციაციის დელეგაციის შეხვედრა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან

30 სექტემბერი 2019
ევროპარლამენტის ყოფილ წევრთა ასოციაციაციის დელეგაციის შეხვედრა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან

ევროპარლამენტის ყოფილ წევრთა ასოციაციაციის დელეგაციამ დღესვე შეხვედრა გამართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” მდივანთან თინათინ ბოკუჩავასთან.

როგორც შეხვედრის შემდეგ თინათინ ბოკუჩავამ განაცხადა, სტუმრები დაინტერესებული არიან საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკური მდგომარეობით და მისი მომავლით, ასევე რამდენად შეძლებს ქვეყანა 2020 წელს ისეთი არჩევნების ჩატარებას, რომლის შესახებაც არ იქნება კითხვის ნიშნები ევროპის მხრიდან.

ბუნებრივია, დემოკრატიული არჩევნები არის უმნიშვნელოვანესი ტესტი საქართველოსთვის, როდესაც მას განიხილავს ევროკავშირი როგორც ასოცირებულ წევრს, როგორც სამომავლოდ უკვე სრულუფლებიან წევრს ევროკავშირისა. მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ასეთი დელეგაციის წევრი ჩამოვიდეს 2020 წელს არჩევნებისთვის, რათა დააკვირდნენ არა მხოლოდ მოკლევადიანად არჩევნების პროცესს არჩევნების დღეს, არამედ გრძელვადიანად წინასაარჩევნო პროცესსაც. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ხმა აისახოს არჩევნების შედეგებში, რათა შევძლოთ და შევქმნათ ნორმალური, დემოკრატიული, კოალიციური მთავრობა, რომელიც წაიყვანს ჩვენს ქვეყანას წინ და მიაღწევინებს იმ სტრატეგიულ ამოცანებს, რომელიც არის გაწევრიანება ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში“, - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

გალერეა

  • ევროპარლამენტის ყოფილ წევრთა ასოციაციაციის დელეგაციის შეხვედრა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან, 2019 წლის 30 სექტემბერი