ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა

07 ნოემბერი 2018
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი საკითხი იყო საპრეზიდენტო არჩევნები. როგორც რომან გოცირიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იგი სტუმრებს ესაუბრა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებზე და მეორე ტურთან დაკავშირებით არსებულ მოლოდინებზე.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადებით, შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო ბოლო დროს გახმაურებულ საქმეებზე. „ვისაუბრეთ ყველა იმ საჭირბოროტო საკითხზე, რომელიც დღეს ჩვენ ხალხს აღელვებს“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

გალერეა

  • ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა, 2018 წლის 7 ნოემბერი
  • ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა, 2018 წლის 7 ნოემბერი