სალომე სამადაშვილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

12 სექტემბერი 2019
სალომე სამადაშვილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მედლინ მუნს შეხვდა. 

„ჩვენი საუბარი შეეხო საქართველოს მომავალს ნატოში“, - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას სალომე სამადაშვილმა. მისივე თქმით, საუბარი შედგა იმ გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე, რომელიც ამ თვალსაზრისით დღეს ქვეყნის წინაშე არსებობს.

„საუბარი გვქონდა იმაზე, რომ არ შეიძლება ქვეყანაში დემოკრატიული პროცესისთვის შექმნილმა პრობლემებზე შეაფერხოს ჩვენი წინსვლა ნატოსკენ. გვქონდა საუბარი იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს დგას საქართველოს წინაშე სწორედ დემოკრატიის თვალსაზრისით, რადგან როგორც მოგეხსენებათ, ნატო ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოების გაერთიანება და ჩვენი პარტნიორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის პროცესები, მათ შორის, რაც საქართველოში მიმდინარეობს. ჩვენ დავაფიქსირეთ შეშფოთება, რომ დღევანდელი ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკით საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს ნატოში და ასევე საუბარი გვქონდა იმ განცხადებებზე, რომელიც კეთდება უკანასკნელ დღეებში, რაც შეეხება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და ნატოში გაწევრიანების საკითხს“, - განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ. მისივე თქმით, შეხვედრის ერთ-ერთი თემა რუსული პროპაგანდა და მისგან მომდინარე საფრთხეები იყო.

გალერეა

  • სალომე სამადაშვილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა, 2019 წლის 12 სექტემბერი
  • სალომე სამადაშვილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა, 2019 წლის 12 სექტემბერი