empty

სამხრეთ კავკასიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა უმცირესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლებს მოუსმინა

საქართველოში სამდღიანი სამუშაო ვიზიტით მყოფი კრისტიან ვიგენინი, რომელიც სამხრეთ კავკასიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელია, უმცირესობის საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლებს შეხვდა. გიორგი წერეთელთან და გიორგი კანდელაკთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხი განიხილეს და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საკითხის აქტუალიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

გიორგი წერეთელმა სპეციალურ წარმომადგენელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება გააცნო და არსებული პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით კრისტიან ვიგენინის მოსაზრებებით დაინტერესდა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრისას ჩვენ ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესს წარმოადგენს. განვიხილეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე ძალიან მძიმე პროცესები, რაც ადამიანის უფლებების დარღვევას შეეხება და ვიმსჯელეთ თუ რა შეიძლება გაკეთდეს მომავალში საერთაშორისო არენაზე ამ საკითხის აქტუალიზაციისთვის და თუ რას გააკეთებს თავად სპეციალური წარმომადგენელი. შეხვედრაზე საშინაო საკითხებსაც შევეხეთ, როგორიცაა ადგილობრივი არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია და საკონსტიტუციო ცვლილებები. მიმაჩნია, რომ კარგია, როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აღნიშნული თემებით ინტერესდებიან“, - განაცხადა გიორგი წერეთელმა.

გალერეა