ბიძინა გეგიძემ თანამოაზრეებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა თბილისში ჟვანიას ქუჩის განაშენიანებასთან დაკავშირებით

13 ივნისი 2019
ბიძინა გეგიძემ თანამოაზრეებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა თბილისში ჟვანიას ქუჩის განაშენიანებასთან დაკავშირებით

ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ ბიძინა გეგიძემ, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ და ჟვანიას ქუჩის მოსახლეობის წარმომადგნელებმა დღეს პარლამენტში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
 
პრესკონფერენციის თემა იყო „ჟვანიას ქუჩაზე მოსახლეობის სიცოცხლისათვის საშიში განაშენიანების წინააღმდეგ მიმართული აქტივობები და მიღებული შედეგები“.

პრესკონფერენციის ორგანიზატორები გამოეხმაურნენ დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ ჟვანიას ქუჩაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე აიკრძალოს მშენებლობის ნებართვების გაცემა.

ეს არის პოზიტიური გადაწყვეტილება, რომელიც ნამდვილად მისასალმებელია. ამ პრობლემის გადაჭრაში ვაკის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ წელიწადნახევარია რაც ჩაერთო და ამ პროცესის მიზანი სწორედ ის იყო, რომ დამდგარიყო გუშინ მიღებული გადაწყვეტილება როგორც შედეგი“, - განაცხადა ფრაქციის „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ბიძინა გეგიძემ. 

მისი ინფორმაციით, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ექსპერტებთან და დირექტორთან, თეა გოდოლაძესთან ერთად, ინტენსიურად იკვლევდნენ მდინარე ვარაზისხევის ლანდშაფტში, კერძოდ, ნინო ჟვანიას ქუჩასა და მის მიმდებარედ მასიური მშენებლობებისა და ქაოტური განაშენიანების საკითხს, რაც არა მხოლოდ ამ ქუჩების მაცხოვრებლებს, არამედ მთლიან ქალაქს აყენებდა მასშტაბური საფრთხის წინაშე. ამ კვლევების შედეგად დადასტურდა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე, განსაკუთრებით მდინარე ვარაზისხევის მარჯვენა ფერდზე, დაუყოვნებლივ უნდა აკრძალულიყო მშენებლობები.

როგორც ბიძინა გეგიძემ განაცხადა, არაერთი შეხვედრა გამართეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და არქიტექტურის საქალაქო სამსახურებისა და თბილსერვის ჯგუფის ხელმძღვანელ პირებთან, ასევე სხვა სახელმწიფო უწყებებთან. შეხვედრებზე მოწვეულნი იყვნენ კანადის სამშენებლო ნორმების კომისიისა და აშშ-ის ლორენს ლივერმოლის ნაციონალური ლაბორატორიის ექსპერტებიც, რომლებმაც წარმოადგინეს ხედვა მასშტაბური განაშენიანების საფრთხეების შესახებ. მიუხედავად ამისა, საპირისპირო შეხედულებები დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა. 

საბოლოოდ, მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე ჩატარებულმა კვლევამაც იგივე შედეგები აჩვენა, რაც ჰქონდა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრს, შედეგად კი მერიამ ამ დღეებში მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და შეიზღუდა ჟვანიას ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობების ნებართვების გაცემა. 

ჩვენ მივიღეთ შედეგი, გამარჯვება, რომელიც არის პრეცედენტული - ჟვანიას ქუჩაზე მოქალაქეების უსაფრთხო ცხოვრებისთვის მიღებული გადაწყვეტილება და განაშენიანება შეწყვეტილია, ეს თავისთავად მრავლისმეტყველი ფაქტია. მითუმეტეს რომ დღეს არის 13 ივნისი და ყველას გვახსოვს ამ დღეს ოთხი წლის წინანდელი ტრაგედია ვერეს ხეობაში, სადამდეც სწორედ ქალაქგეგმარებაში დაშვებულმა შეცდომებმა და ქაოტურმა განაშენიანებამ მიგვიყვანა. ეს აღარ უნდა მოხდეს - თბილისი უნდა იყოს უსაფრთხო ქალაქი“, - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

მან მიღწეული შედეგებისათვის მადლობა გადაუხადა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრს, ჟვანიას ქუჩის მოსახლეობას, მაჟორიტარის ბიუროსა და ფრაქციის წევრებს იმ შეუპოვრობისა და ბრძოლისათვის, რამაც საბოლოოდ მნიშვნელოვან შედეგამდე მიიყვანა, მადლობა გადაუხადა ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების და თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებს. როგორც ბიძინა გეგიძემ აღნიშნა, ბრძოლა არ შეჩერებულა და ახლა მთელ ყურადღებას ვერეს ხეობის პრობლემებზე გადაიტანენ.

გალერეა

  • ბიძინა გეგიძემ თანამოაზრეებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა თბილისში ჟვანიას ქუჩის განაშენიანებასთან დაკავშირებით, 2019 წლის 13 ივნისი