ზვიად ძიძიგური და ნინო გოგუაძე „ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ

07 ნოემბერი 2018
ზვიად ძიძიგური და ნინო გოგუაძე „ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო გოგუაძე ვესტმინსტერის ფონდის (Westminster Foundation for Democracy) მრავალპარტიული ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ფრაქცია „ქართულ ოცნება - კონსერვატორებსა“ და ფონდს შორის არსებული თანამშრობლობის გაგრძელების და კონსერვატორების შიდაპარტიული განვითარების პროექტებთან დაკავშირებით ისაუბრეს.

ფრაქცია „ქართულ ოცნება - კონსერვატორები“ ვესტმინსტერის ფონდთან 2017 წლიდან თანამშრომლობს. ფონდი კონსერვატორებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე პოლიტიკის მიმართულების შემუშავებაში უწევს მხარდაჭერას. შეხვედრაზე მხარეებმა ამ პროექტის შემდგომი განვითარების საკითხებზეც იმსჯელეს.

„საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ვესტმინსტერის ფონდის გააქტიურება ძალიან მნიშვნელოვანია. აქამდე არსებული პრაქტიკით, სხვადასხვა მიმართულების ფონდები ლიბერალური მიმართულების პარტიებთან მუდმივად მუშაობდნენ. ეს არის პირველი პრეცედენტი ქვეყანაში, როდესაც კონსერვატიულ ფრაქციასთან პარლამენტსა და საკრებულოებში თანამშრომლობა დაიწყო ვესტმინსტერის ფონდმა. პირველი პროექტი, რაზეც ფრაქციებთან ფონდი თანამშრომლობს ეს არის შშმ პირების ინტეგრირება საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თუმცა არის კიდევ თემები, რომლებზეც თანამშრომლობას გავაგრძელებთ და ეს იქნება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ვესტმინსტერის ფონდი კონსერვატორებთან ერთად ახალ პროექტზეც იმუშავებს, რომელიც დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებს შეეხება.

„ვესტმინსტერის ფონდი ერთი წელია მუშაობს კონსერვატიულ პარტიასთან. ჩვენ პარტნიორობა დავიწყეთ ერთ კონკრეტულ საკითხზე, რომელიც შშმ პირთა საკითხებზე პარტიის სტრატეგიის განვითარებას შეეხებოდა. ვესტმინსტერის ფონდი, თავისი ექსპერტებით, ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში, რათა კონსერვატიულმა პარტიამ ამ მიმართულებით შეიმუშაოს და შემდგომ განახორციელოს პოლიტიკა. მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობის ერთი ეტაპი დავასრულეთ. ახლა ხდება ამ პოლიტიკის ადგილობრივ დონეზე იმპლემენტაცია. კონსერვატიული პარტია საკრებულოში დაიწყებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მუშაობას. შემდეგი საკითხი, რაზეც დავიწყებთ მუშაობას ეს იქნება დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხები. ეს საკითხი, როგორც ერთ-ერთი საფრთხე, აქტიურად განიხილება ევროპის ქვეყნებში. ჩვენს შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პარტიის დონეზეც იყოს ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა, გვქონდეს პოლიტიკა თუ როგორი უნდა იყოს მიდგომა ამ ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხის მიმართ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა საშუალებით მომდინარეობს. ვფიქრობ, რომ ეს პარტნიორობა იქნება საკითხზე დაფუძნებული და მნიშვნელოვანი შედეგის მომტანი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

დღესვე, „ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის“ წარმომადგენლები შეხვედრებს, ასევე, გამართავენ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილთან, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძესთან და შშმ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებს შეხვედრები დაგეგმილი აქვთ თბილისის საკრებულოს, თბილისის მერიის, სახალხო დამცველის, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგნელებთან.

გალერეა

  • ზვიად ძიძიგური და ნინო გოგუაძე „ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის” (Westminster Foundation for Democracy) წარმომადგენლებს შეხვდნენ, 2018 წლის 7 ნოემბერი