სიმონ ნოზაძე პარლამენტში სტუდენტებს შეხვდა

12 იანვარი 2018
სიმონ ნოზაძე პარლამენტში სტუდენტებს შეხვდა

ახალგაზრდული პოლიტიკის მიზანი და ამოცანები იყო მთავარი თემა დღეს პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე, სადაც ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ თავმჯდომარემ, სიმონ ნოზაძემ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა.

დეპუტატისა და სტუდენტების შეხვედრაზე კიდევ მრავალ საჭირბოროტო და ახალგაზრდებისთვის საინტერესო თემაზე იმსჯელეს. 

სიმონ ნოზაძემ საქართველოს ევროპისაკენ სწრაფვაზე ისაუბრა და ქვეყნის ევროპეიზაციის ფესვებზე გაამახვილა ყურადღება. მან აღნიშნა, რომ ქართული ისტორიულ-კულტურული ღირებულებების დაცვა ქართული იდენტობის უმთავრესი ნიშანია და ეს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ჩვენს ერს და ქვეყანას.

სტუდენტებმა თავიანთი მოსაზრებები და შეხედულებები წარმოადგინეს საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალგაზრდების აქტიური ჩართვის შესაძლებლობაზე, სამოქალაქო უფლებების და ვალდებულებების შესახებ ახალგაზრდების ცოდნის ამაღლებასა და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნის ნარკოპოლიტიკას, ტერორიზმთან ბრძოლას, განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებს. გაიმართა დისკუსია აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. 
სიმონ ნოზაძემ უპასუხა სტუდენტთა მრავალრიცხოვან შეკითხვებს.

გალერეა

  • სიმონ ნოზაძე პარლამენტში სტუდენტებს შეხვდა, 2018 წლის 12 იანვარი