გოგი მეშველიანმა ბოლნისის პირველ საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

13 ივნისი 2019
გოგი მეშველიანმა ბოლნისის პირველ საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის წევრმა გოგი მეშველიანმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორგანიზებითა და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით გამართულ საერთაშორისო ფორუმში „ადგილობრივი ხელისუფლება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობისთვის სოფლის მეურნეობაში და სოფლად“ მიიღო მონაწილეობა.

მეშველიანმა ღონისძიების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას.

„დღეს ბოლნისის საერთაშორისო ფორუმის „ადგილობრივი თვითმმართველობები ახალი ეკონომიკური შესაძლებლობებისთვის სოფლის მეურნეობაში და სოფლად“ პირველი სესიაა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გარკვეულ ტრადიციად ჩამოყალიბდება და გვექნება საშუალება, ჩვენს პარტნიორებს, როგორც საქართველოდან, ასევე უცხოეთიდან ვუმასპინძლოთ, გამოცდილების გაცვლის მიზნით. მიმაჩნია, რომ ეს იქნება კარგი პლატფორმა იმისთვის, რომ ჩვენმა ადგილობრივმა ბიზნესმენებმა გაიზიარონ გამოცდილება და ასევე მოახერხონ თავიანთი პროდუქციის გაცნობა უცხოელი კოლეგებისთვის და შემდგომში მისი ექსპორტზე გატანა. არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ეს ფორუმი შეიძლება სერიოზული სტიმული გახდეს ადგილობრივი ბიზნესის, მათ შორის, ისეთი ტრადიციული დარგებისთვის, როგორიცაა მეღვინეობა,“ - განაცხადა გოგი მეშველიანმა.

გალერეა

  • გოგი მეშველიანმა ბოლნისის პირველ საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა, 2019 წლის 13 ივნისი
  • გოგი მეშველიანმა ბოლნისის პირველ საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა, 2019 წლის 13 ივნისი
  • გოგი მეშველიანმა ბოლნისის პირველ საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა, 2019 წლის 13 ივნისი