საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება“ აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის საჭირო სერვისების გაფართოებაზე მუშაობას იწყებს

20 თებერვალი 2018
 საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება“ აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის საჭირო სერვისების გაფართოებაზე მუშაობას იწყებს

საპარლამენტო უმრავლესობა და ფრაქცია „ქართული ოცნება“ ვგეგმავთ, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობების მქონე ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის, ადამიანებისთვის გავაკეთოთ დღეს არსებული საჭიროებების სწრაფი ანალიზი და ჩამოვაყალიბოთ ტექნიკური დავალება მთავრობისთვის, რომლის ფარგლებშიც ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ წარმატებული გამოცდილება და სერვისები, რომელსაც აქვს შედეგი თბილისში და რამდენიმე დიდ ქალაქში, ხელმისაწვდომი გახდეს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის საჭირო სერვისების გაფართოების საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარე მონაწილეობდა. 

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის საჭირო სერვისების გაფართოება მოკლე ვადაში ვერ მოხდება, რადგან დაფინანსების საკითხთან ერთად არსებობს სხვადასხვა პრობლემები, მათ შორის: ადამიანური რესურსების, ცნობიერების ამაღლების, დიაგნოსტიკისა და გამოვლენის პრობლემები.

„ბუნებრივია, ზუსტად თქვენი მოსაზრებები, თქვენი ანალიზი და თქვენი რჩევები გვაინტერესებს იმისათვის, რომ გავაკეთოთ უფრო კონკრეტული მონახაზი, თუ რა მოლოდინები არსებობს საზოგადოების მხრიდან და იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც ეს სერვისები სჭირდება. თქვენ ყველაზე უკეთ იცით ეს, რადგან თავის დროზე იბრძოდით იმისთვის, რომ ეს სერვისები ყოფილიყო ჩვენს ქვეყანში “, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

არჩილ თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა შეხვედრის მონაწილეებს წლების განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანები საზოგადოებაში სრულად უნდა იყვნენ ინტეგრირებული. 

„ჩვენი, ამ შემთხვევაში, საერთო ღირებულება არის ის, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთიან საზოგადოებას. საზოგადოების ყველა წევრს უნდა ჰქონდეს სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ, ეკონომიკურ პროცესებში თანაბარი მონაწილეობის შესაძლებლობა და ამ შემთხვევაში, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანებს. ეს რომ მოხდეს, აუცილებელია მინიმალური სერვისების მიწოდება“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, თავის გამოსვლაში, ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„გარდა იმ კონკრეტულ საკითხებისა, რაზეც ჩვენ დღეს უნდა ვისაუბროთ, ცნობიერების ამაღლებაში თუ შევიტანთ წვლილს, ეს იქნება ერთ-ერთი სერიოზული შედეგი და ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე ამის ერთ-ერთი საწინდარი იქნება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები თბილისის მერიის გამოცდილებაზე და საქართველოში აუტიზმის მქონე ადამიანების წინაშე არსებული გამოწვევებისა და აუტიზმის სახელმწიფო სტრატეგიის შექმნის საკითხთან დაკავშირებით.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია და ფრაქციის წევრებმა მოისმინეს ბენეფიციარების ინტერესთა დამცველების, სერვისის მიმწოდებლების, სამოქალაქო სექტორის და აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების მშობლების მოსაზრებები.

როგორც შეხვედრის დასასრულს, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, დღეს მიღებული ინფორმაციის დამუშავების შემდეგ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან და ამის შემდეგ გაიმართება კიდევ რამდენიმე შეხვედრა ყველა დაინტერესებულ მხარესთან. 

დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებმა: ნინო წილოსანმა და რატი იონათამიშვილმა, ასევე, თბილისის მერიის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა.

გალერეა

  •  საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება“ აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის საჭირო სერვისების გაფართოებაზე მუშაობას იწყებს, 2018 წლის 20 თებერვალი