ვანო ზარდიაშვილი, მამუკა მდინარაძე და ირაკლი მეზურნიშვილი ახალგაზრდულ ჯგუფ „ინიციატორის“ წევრებს შეხვდნენ

13 ივნისი 2018
ვანო ზარდიაშვილი, მამუკა მდინარაძე და ირაკლი მეზურნიშვილი ახალგაზრდულ ჯგუფ „ინიციატორის“ წევრებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის წევრები ვანო ზარდიაშვილი, მამუკა მდინარაძე და ირაკლი მეზურნიშვილი დღეს, ქუთაისში, პარლამენტის სასახლეში, თბილისის ისნის რაიონის ახალგაზრდული ჯგუფის - „ინიციატორის“ წევრებს შეხვდნენ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ახალგაზრდებს გააცნო პარლამენტის საქმიანობა და ესაუბრა პარლამენტის როლზე, ქვეყნის სახელისუფლებო შტოებს შორის არსებულ ურთიერთობასა და თანამშრომლობაზე, ქვეყნის მმართველობის სისტემაში მათ საერთო და განსხვავებულ ამოცანებზე.
„აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებათა ერთობლივი, დაბალანსებული მოქმედებით შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს გამართულ ფუნქციონირებაზე საუბარი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ და ხელისუფლების შტოებს შორის გამიჯნულ კომპეტენცებზე, მათ შორის მთავარ განსხვავებაზე და პარლამენტის მაკონტროლებელ ფუნქციებზე ესაუბრა. 

ფრაქციის ლიდერმა ახალგაზრდებს ასევე ფრაქციის მუშაობის ძირითადი მიზნები და ამოცანები გააცნო და ახალგაზრდების კითხვებს უპასუხა, რომლებიც ეხებოდა ჩვენი ქვეყნის როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკის საკითხებს, ქალთა უფლებების დაცვის და წარმომადგენლობით ორგანოებში კვოტირების თემას.
დასასრულ, მამუკა მდინარაძემ ახალგაზრდებს სამომავლოდ წარმატებები უსურვა: „თქვენი თაობა ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი უნდა გახდეს ჩვენი ეროვნული იდენტობის მყარად შენარჩუნების ხარჯზე“, - განაცხადა მმართველი ფრაქციის ლიდერმა. 

ახალგაზრდებს ასევე მიმართა კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი მეზურნიშვილმა. მან ახალგაზრდებს პარლამენტის წევრის, განსაკუთრებით მაჟორიტარი დეპუტატის ფუნქცია-მოვალეობებზე ესაუბრა, ასევე ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო პერსპექტივებზე. 

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის წევრ ვანო ზარდიაშვილის ორგანიზებით, ახალგაზრდული ჯგუფის - „ინიციატორის“ წევრები, უკვე არაერთხელ შეხვდნენ დეპუტატებს და მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღეს ინფორმაცია.

შეხვედრის შემდეგ, ახალგაზრდული ჯგუფის წევრები პარლამენტის პლენარულ სხდომას დაესწრნენ, ასევე დაათვალიერეს პარლამენტის ქუთაისის სასახლე.

გალერეა

  • ვანო ზარდიაშვილი, მამუკა მდინარაძე და ირაკლი მეზურნიშვილი ახალგაზრდულ ჯგუფ „ინიციატორის“ წევრებს შეხვდნენ, 2018 წლის 13 ივნისი