საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ

07 ნოემბერი 2018
საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ

საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარე გიორგი ლომია, თავმჯდომარის მოადგილე ადა მარშანია და ფრაქციის წევრი ირმა ინაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს კერსტინ ლუნდგრენს და ტიტუს კორლატეანს შეხვდნენ.

სტუმრები ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით „საქართველოს პატრიოტების“ შეფასებით დაინტერესდნენ. ევროპარლამენტარები ასევე დაინტერესდნენ რამდენად უჭერს მხარს „პატრიოტთა ალიანსი“ ჩვენი ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას.

„ევროინტეგრაცია არის ჩვენი მიზანი, ისევე, როგორც მთელი ქვეყნის. ჩვენ არც ნატოზე ვამბობთ უარს. ამ საკითხთან მიმართებაში უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. ჩვენი მთავარი ამოცანა, თვითმიზანი და უმთავრესი საკითხი ქვეყნის გამთლიანებაა. სწორედ, ამ თვალსაზრისით გვაინტერესებს ნატოში ინტეგრაცია“, - განაცხადა ადა მარშანიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საკონსტიტუციო უმრავლესობის როლზე ქვეყნის დემოკრატიის განვითარების საკითხში. შეხვედრაზე მათ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია იმის თაობაზე, რომ სასურველია მომავალ პარლამენტში არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რადგან ეს ხელს შეუწყობს ქვყანაში დემოკრატიას და პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის მდგრადობას.

გალერეა

  • საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ, 2018 წლის 7 ნოემბერი