ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა

12 ოქტომბერი 2017
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა

გაიმართა საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა, რომელზეც „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი განიხილეს.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ ინფორმაცია და ძირითადი პარამეტრები ფრაქციის წევრებს გააცნო ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.   

სხდომის დასასრულს, ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მხარს არ დაუჭერს „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტს.

გალერეა

  • ფრაქცია„ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა, 2017 წლის 12 ოქტომბერი
  • ფრაქცია„ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა, 2017 წლის 12 ოქტომბერი