„ევროპული საქართველოს“ ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ

19 ივნისი 2017
„ევროპული საქართველოს“ ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრებები გააცნეს.

ევროპულმა საქართველომ“ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვისაუბრეთ. პრეზიდენტის არჩევის გაუქმებაზე, საარჩევნო სისტემაზე და სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებზე, რომლებიც ამ ეტაპზეა შემოთავაზებული, დიპლომატებს ჩვენი ხედვები და მოსაზრებები გავაცანით. შეხვედრაზე საელჩოების წარმომადგენლებისთვის შევეცადეთ აგვეხსნა თუ როგორ არადემოკრატიული მიმართულებებით ვითარდება ქვეყანა“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას დავით ბაქრაძე, გიორგი ბოკერია, სერგი კაპანაძე, გიორგი კანდელაკი და გიორგი უგულავა დაესწრნენ.

გალერეა

  • „ევროპული საქართველოს“ ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ, 2017 წლის 19 ივნისი