ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრები ბიორნ სოდერს შეხვდნენ

08 ნოემბერი 2017
ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრები ბიორნ სოდერს შეხვდნენ

შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მეორე მოადგილემ ბიორნ სოდერმა და შვედეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა მორიგი შეხვედრა ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრებთან გამართეს.

შვედეთი არის ლიდერი იმ ქვეყნებს შორის, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას უჭერდა და უჭერს მხარს. ახლოვდება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი. ინფორმაციის ურთიერთგაცვლა ჩვენი უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსეთის აგრესიაზე, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი ბოკერიამ.

მხარეებმა შეხვედრაზე ქვეყნის საშინაო პოლიტიკაზეც ისაუბრეს. გიორგი ბოკერიას თქმით, მათ ინფორმაცია მიაწოდეს სტუმრებს იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც ქვეყანაში არსებობს.

შვედეთის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრაში გიორგი ბოკერიასთან ერთად, ელენე ხოშტარია და გიორგი უგულავა მონაწილეობდნენ.

გალერეა

  • ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრები ბიორნ სოდერს შეხვდნენ, 2017 წლის 8 ნოემბერი
  • ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრები ბიორნ სოდერს შეხვდნენ, 2017 წლის 8 ნოემბერი