საპარლამენტო უმცირესობამ პოლიტიკურ პარტიებს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ე.წ. მოსმენების კანონპროექტის საკუთარი ვერსია გააცნო

16 თებერვალი 2017
საპარლამენტო უმცირესობამ პოლიტიკურ პარტიებს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ე.წ. მოსმენების კანონპროექტის საკუთარი ვერსია გააცნო

საპარლამენტო უმცირესობის ორგანიზებით ე.წ. მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს აღნიშნული კანონპროექტის საკუთარი ვერსია წარუდგინეს და უმრავლესობის მიერ მომზადებული პროექტის ალტერნატიულ მიდგომებზე ისაუბრეს.

უმცირესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის პრეზენტაცია ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ წარმოადგინა. პროექტი დამოუკიდებელი ტექნიკური სააგენტოს შექმნას ითვალისწინებს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტთან იქნება ანგარიშვალდებული. კანონპროექტი ე.წ. ორი გასაღების მექანიზმის შემოღებას გულისხმობს, ფარული საგამოძიებო მოქმედებების დროს კი გასაღები ერთ შემთხვევაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ხელში, მეორე შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ სპეციალურად გამოყოფილი მოსამართლის ხელში იქნება.

კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოების წარმომადგენლებმა გამოთქვეს. აღინიშნა, რომ საკითხის ირგვლივ მუშაობის გაგრძელება მომავალშიც უნდა გაგრძელდეს, რათა კანონპროექტით შემოთავაზებული მიდგომები კიდევ უფრო დაიხვეწოს და იურიდიულად გასწორდეს.

„მოსმენების კანონმდებლობაზე მუშაობა კვლავაც გაგრძელდება. 31 მარტამდე რაღაც ისეთი მაინც უნდა მივიღოთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მინიმალური სტანდარტები მაინც დავაკმაყოფილოთ. ეს არის ჩვენი შეთავაზება. ჩვენი მხრიდან კი ამ თემაზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება, ჩვენ ასევე გავაგრძელებთ პოლიტიკურ აქტივობებს და ხელისუფლებისთვის დისკომფორტის შექმნას“, - განაცხადა უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

გალერეა

  • საპარლამენტო უმცირესობამ პოლიტიკურ პარტიებს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ე.წ. მოსმენების კანონპროექტის საკუთარი ვერსია გააცნო, 2017 წლის 16 თებერვალი