გენდერული თანასწორობის საბჭოს თემატური მოკვლევის ჯგუფების ანგარიშების პრეზენტაცია

26 სექტემბერი 2019
გენდერული თანასწორობის საბჭოს თემატური მოკვლევის ჯგუფების ანგარიშების პრეზენტაცია

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ, ერთსულოვნად გადავწყვიტეთ, რომ მთელ აქცენტს წლის განმავლობაში გავაკეთებდით სწორედ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე და ვფიქრობთ, რომ ეს იქნება პრიორიტეტი მომავალი წლისთვისაც“, - ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა - გენდერული თანასწორობის საბჭოს ფარგლებში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფების მიერ მომზადებული ანგარიშების პრეზენტაციაზე.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, ეს მიმართულება მოიცავს ცვლილებებს და სამუშაოს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის - საკანონმდებლო ჭრილში. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის აზრით, პრობლემები ამ მიმართულებით ბევრია, თუმცა, არსებობს ხელშესახები პროგრესი. მიმდინარეობს მუშაობა შრომის ანაზღაურების პრობლემებზე, მიღებულია კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს და კრძალავს სექსუალურ შევიწროებას, მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული ძალადობასთან გამკლავების კუთხით. 

თამარ ჩუგოშვილმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ბარიერები და ხელშემშლელი ფაქტორები არსებობს, რომლებიც ქალებს მამაკაცებთან შედარებით უფრო სუსტ ეკონომიკურ მდგომარეობაში ამყოფებს.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თემატური მოკვლევის მექანიზმზე და მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თემატური მოკვლევა პარლამენტისთვის საზედამხედველო ფუნქციის გამოყენების თვალსაზრისით სრულიად ახალი მექანიზმია და მას საპარლამენტო კომიტეტები და საბჭოები აქტიურად იყენებენ, რათა საკითხის სიღრმისეულად შესწავლის შემდგომ აღმასრულებელ ხელისუფლებას შესაბამისი რეკომენდაციები მიაწოდონ.

ჩვენი ამოცანაა, რომ სწორად დავაიდენტიფიციროთ რა უშლის ქალებს ხელს ამ პროგრამების გავლაში და შემდგომ ვითანამშრომლოთ ჩვენს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან იმისთვის, რომ ეს ბარიერები აღმოიფხვრას. ასევე, ჩვენ ვიცნობთ ქალებს, რომლებიც სარგებლობენ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებით. არიან, რა თქმა უნდა, წარმატებული მაგალითებიც, მაგრამ არის ძალიან ბევრი ბარიერი, რომელიც ქალებს ხელს უშლის, რომ სრულად ჩაერთონ ამ პროგრამებში. თემატური მოკვლევები გულისხმობს იმას, რომ პარლამენტი აგროვებს ყველა დაინტერესებული პირისგან წერილობით მოსაზრებებს, მტკიცებულებებს, არგუმენტებს. შემდგომ ატარებს განხილვებს, შეხვედრებს, ხდება თვითონ იმ ადამიანებს, რომლებიც მართავენ პროგრამებს, ხვდება იმ ადამიანებს, რომლებიც ჩართულები არიან ან ვერ ჩაერთნენ პროგრამაში“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, კვლევის დაწერა და ანგარიშის გამოქვეყნება არ იყო თვითმიზანი და მთავარი სამუშაო იწყება ახლა, როდესაც პრეზენტაციებზე წარმოდგენილ თემებთან დაკავშირებით მოკვლევის ჯგუფებს უკვე აქვთ მოსაზრებები და რეკომენდაციები, რათა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად დაიგეგმოს პროცესი, რომელიც არსებულ პრობლემებს რეალურად მოაგვარებს. 

თემატური მოკვლევის ანგარიშების შედეგები თემატური მოკვლევის ჯგუფების ხელმძღვანელებმა წარადგინეს. 

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა და თემატური მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნინო წილოსანმა წარადგინა თემატური მოკვლევის ჯგუფის - „სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობა“ ანგარიში. „ჩვენი რეკომენდაციები მოკვლევის თემაზე არის დეტალური. ეს რეკომენდაციები არის სავალდებულო არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის საპარლამენტო ქვეყანაში პარლამენტის მიერ შემუშავებული, არამედ იმიტომაც, რომ ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ამაზე ვთანხმდებით ყველა“, - განაცხადა ნინო წილოსანმა, რის შემდეგაც მოკვლევის ჯგუფის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებზე დეტალურად ისაუბრა და განმარტა, რომ რეკომენდაციები სრულად ემყარება საერთაშორისო და ადგილობრივი ქალთა უფლებების თემაზე მომუშავე ორგანიზაციების შემოთავაზებებს.

თემატური მოკვლევის მეორე ჯგუფის - „პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ - ანგარიშის პრეზენტაცია ჯგუფის ხელმძღვანელმა, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა, გუგული მაღრაძემ წარმოადგინა და ყურადღება გაამახვილა იმ პრობლემურ საკითხებზე, რომლებიც მოკვლევის პროცესში გამოიკვეთა. 

ეკონომიკური განვითარების და, რასაკვირველია, მათ შორის ქალთა ეკონომიკური განვითარების და გაძლიერების საფუძველი არის განათლება. ჩვენნაირი ქვეყნისთვის განათლებაა ის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი, რომლითაც ჩვენ სიღარიბე უნდა დავძლიოთ. და უმაღლესის გარდა მე აქ ვგულისხმობ პროფესიულ განათლებას, ვინაიდან, ბაზრის მოთხოვნა არის კონკრეტულ პროფესიებზე და, შესაბამისად, დასაქმების შესაძლებლობაც არის კონკრეტული პროფესიების ათვისების შემთხვევაში“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ. 

პრეზენტაციის სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, ჯასტინ მაკკენზი სმიტმა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საპარლამენტო პროგრამის მენეჯერმა, თეონა ყუფუნიამ

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, „ქალების მხოლოდ 54% არის ეკონომიკურად აქტიური მაშინ, როდესაც მამაკაცთა ჩართულობა 75%-ს აღწევს. თუ ეს რიცხვი გათანაბრდება, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გვექნება 11%-ით,“ რაც ასევე ცხადყოფს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობას.
ძირითადი მოხსენებების წარდგენის შემდეგ, შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. დამსწრე საზოგადოებამ წარმოდგენილ საკითხებზე მოსაზრებები გამოთქვა.

საბჭოს თემატური მოკვლევები ჩატარდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

გალერეა

  • გენდერული თანასწორობის საბჭოს თემატური მოკვლევის ჯგუფების ანგარიშების პრეზენტაცია, 2019 წლის 26 სექტემბერი