გენდერული თანასწორობის საბჭოს თემატური მოკვლევის ჯგუფების რეკომენდაციების გაზიარება ადრესატ სამინისტროებთან

02 ოქტომბერი 2019
გენდერული თანასწორობის საბჭოს თემატური მოკვლევის ჯგუფების რეკომენდაციების გაზიარება ადრესატ სამინისტროებთან

სამუშაო შეხვედრის ფორმატში, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თემატური მოკვლევის ჯგუფების რეკომენდაციების გაზიარება მოხდა ადრესატ სამინისტროებთან. 

შეხვედრას უძღვებოდა გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი, გუგული მაღრაძე, რომელიც ხელმძღვანელობდა თემატური მოკვლევის ერთ-ერთ ჯგუფს - „პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“.

თემატური მოკვლევის პროცედურა, რომელიც აქტუალური საკითხის შესწავლასა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისთვის რეკომენდაციების მომზადებას ისახავს მიზნად, მიმდინარეობდა 2019 წლის პირველ ნახევარში შემდეგ ორ თემაზე:

  • „სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობა“ (ჯგუფის მთავარი მომხსენებელი: ნინო წილოსანი)
  • „პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ (ჯგუფის მთავარი მომხსენებელი: გუგული მაღრაძე).

თემატური მოკვლევები, გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის ფარგლებში, განხორციელდა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

გალერეა

  • გენდერული თანასწორობის საბჭოს თემატური მოკვლევის ჯგუფების რეკომენდაციების გაზიარება ადრესატ სამინისტროებთან, 2019 წლის 2 ოქტომბერი