გუგული მაღრაძემ გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის უწყებათაშორისო სააგენტოს მხარდამჭერი პროექტის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა

18 იანვარი 2018
 გუგული მაღრაძემ გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის უწყებათაშორისო სააგენტოს მხარდამჭერი პროექტის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა, გუგული მაღრაძემ გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის უწყებათაშორისო სააგენტოს მხარდამჭერი პროექტის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საქართველოში ევროკავშირის მიერ ხორცილდება.

გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისო საბჭოს მხარდაჭერის პროექტი პატრიცია როზა გარსიამ წარადგინა. მან პროექტით გათვალისწინებული აქტივობების მიმართულებები და ის ძირითადი პრიორიტეტები მიმოიხილა, რომელთა შესრულება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ამ მიმართულებით საქართველოში არსებული გამოწვევების და პრობლემების მოგვარებას.

მომხსენებლის ინფორმაციით, პროექტის განხორციელების ვადები 2018-2019 წლებს მოიცავს და მისი იმპლემენტაცია იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოში გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახური ძალადობის შესახებ არსებული საერთაშორისო ვალდებულებების აღსრულების და ქვეყნის შიგნით აღნიშნული პრობლემების მოგვარებისათვის.
გუგული მაღრაძემ თავისი გამოსვლისას, ყურადრება გაამახვილა პროექტის ერთ-ერთ პრიორიტეტზე - საქართველოში გენდერული ბიუჯეტის დანეგვაზე, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ბიუჯეტების დონეზე.

საქართველოს პრემიერ მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებებსა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძემ გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახური ძალადობის უწყებათაშორისო საბჭოს ფორმირების და ფუნქციონირების პრინციპები, საბჭოს წინაშე დასახული ამოცანები და ამ ამოცანების შესრულების მექანიზმები წარმოადგინა.

საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა, ქეთევან ხუციშვილმა კი, დამსწრე საზოგადოებას ევროკავშირის მიერ საქართველოში გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ წლების მანძილზე განხორციელებული აქტივობები გააცნო და საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ახალი პროექტის იმპლემენტაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

შეხვედრას გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის და ოჯახური ძალადობის საკითხებზე მომუშავე ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, სამინისტროების, სახელმწიფო სტატისტიკის ბიუროს და სხვა სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომელთა კოორდინირებული მუშაობა განიხილება როგორც მთავარი პირობა აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის.