კონფერენცია ქალთა პოლიტიკური უფლებების შესახებ ტუნისში

26 ნოემბერი 2017
კონფერენცია ქალთა პოლიტიკური უფლებების შესახებ ტუნისში

2017 წლის 24-26 ოქტომბერს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა, ირინა ფრუიძემ და თინათინ ბოკუჩავამ მონაწილეობა მიიღეს ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (NIMD) და IDEA International-ის მიერ ქალთა პოლიტიკური უფლებების შესახებ ერთობლივად ორგანიზებულ კონფერენციაში.

კონფერენციის მიზანი იყო იმ საერთაშორისო მექანიზმებისა და სტრატეგიების განხილვა, რაც ქალთა პოლიტიკურ გაძლიერებასა და გენდერულ თანასწორობას უწყობს ხელს.

გასული ოთხი წლის მანძილზე, NIMD და International IDEA კოლუმბიაში, ტანზანიაში და კენიაში ქალთა პოლიტიკური უფლებების პროგრამას ახორციელებდნენ. ჰამამეტში, ტუნისში გამართული კონფერენციის მომხსენებლები, სწორედ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებას და ახალი სტრატეგიების აუცილებლობის შესახებ ინფორმაციას უზიარებდნენ მონაწილეებს.

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა კონფერენციის დისკუსიებში მიიღეს მონაწილეობა და მონაწილეებს საბჭოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გააცნეს.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მინისტრები, პარლამენტის წევრები, ექსპერტები და გენდერული თანასწორობის თემებზე მომუშავე დაინტერესებული პირები.

კონფერენციის ფარგლებში სამუშაო ჯგუფებისა და პლენარული დისკუსიების ფორმატით განხილეს ისეთი თემები, როგორებიცაა: ფინანსები პოლიტიკოსი ქალებისთვის, მამაკაცების ჩართულობა ქალთა პოლიტიკური უფლებების უზრუნველყოფაში, ქალთა მიმართ ძალადობა პოლიტიკაში. ამასთანავე, კონფერენციის მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს გენდერულ სტერეოტიპებზე და გენდერული თანასწორებისა და ქალთა პოლიტიკური გაძლიერების მიზნით პოლიტიკის გარდაქმნის აუცილებლობაზე.

კონფერენციის ბოლოს შემუშავდა მოსაზრებები და რეკომენდაციები.

გალერეა

  • კონფერენცია ქალთა პოლიტიკური უფლებების შესახებ ტუნისში, 2017 წლის 26 ნოემბერი
  • კონფერენცია ქალთა პოლიტიკური უფლებების შესახებ ტუნისში, 2017 წლის 26 ნოემბერი
  • კონფერენცია ქალთა პოლიტიკური უფლებების შესახებ ტუნისში, 2017 წლის 26 ნოემბერი
  • კონფერენცია ქალთა პოლიტიკური უფლებების შესახებ ტუნისში, 2017 წლის 26 ნოემბერი