ნინო წილოსანი ისლანდიის არარეზიდენტ ელჩს ბენედიქტ ასგეირსონს შეხვდა

23 ოქტომბერი 2019
ნინო წილოსანი ისლანდიის არარეზიდენტ ელჩს ბენედიქტ ასგეირსონს შეხვდა

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი, ნინო წილოსანი ისლანდიის არარეზიდენტ ელჩს ბენედიქტ ასგეირსონს შეხვდა.

შეხვედრაზე, ელჩის ინტერესის გათვალისწინებით, ისაუბრეს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ. სტუმარი დაინტერესდა საქართველოში ქალთა უფლებების დაცვის სფეროში არსებული მდგომარეობით. ნინო წილოსანმა ისაუბრა გენდერული საბჭოს ეგიდით ქალთა უფლებებთან დაკავშირებით განხორციელებული საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ, მათ შორის სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო თემატური მოკვლევების, როგორც საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმის მიმდინარეობას. ნინო წილოსანმა სტუმარს ინფორმაცია მიაწოდა ამ ფორმატში განხორციელებული ღონისძიებებისა და აგნარიშების შესახებ.

გალერეა

  • ნინო წილოსანი ისლანდიის არარეზიდენტ ელჩს ბენედიქტ ასგეირსონს შეხვდა, 2019 წლის 23 ოქტომბერი
  • ნინო წილოსანი ისლანდიის არარეზიდენტ ელჩს ბენედიქტ ასგეირსონს შეხვდა, 2019 წლის 23 ოქტომბერი
  • ნინო წილოსანი ისლანდიის არარეზიდენტ ელჩს ბენედიქტ ასგეირსონს შეხვდა, 2019 წლის 23 ოქტომბერი