პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები ყირგიზეთის პარლამენტის წევრებს შეხვდნენ

05 ნოემბერი 2019
პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები ყირგიზეთის პარლამენტის წევრებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა ყირგიზეთის პარლამენტის დელეგაციასთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.

ქართულმა მხარემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია გენდერული თანასწორობის საბჭოს ეგიდით, ქალთა უფლებებთან დაკავშირებით განხორციელებული საკანონმდებლო ინიციატივების, მათ შორის - სექსუალური შევიწროების რეგულირების შესახებ.

შეხვედრის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა გენდერული თანასწორობის მიმართულებით საკანონმდებლო პროცესის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე და ამ კუთხით, საქართველოს მიერ მიღწეული შედეგებზე.

ყირგიზეთის პარლამენტის წევრები ამომწურავად გაეცნენ გენდერული თანასწორობის საბჭოს 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმას, მიღწეულ შედეგებს და დაგეგმილ ღონისძიებებს.

„მნიშვნელოვანი სიახლეების და საკანონმდებლო ცვლილებების მიღების პროცესში აუცილებელია იმ ქვეყნების მაგალითების გაცნობა, რომელთაც ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგები და პროგრესი აქვთ.
ყირგიზეთის პარლამენტის დელეგაციას გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება სექსუალური შევიწროვების კანონის მიღებასთან დაკავშირებით, ასევე იმ სირთულეების და ბარიერების შესახებ, რაც შეიძლება მათ ამ პროცესში შეხვდეთ და რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ თავად ამ კანონის მიღების აუცილებლობაზე, რაც არამარტო ქალთა გაძლიერებას ემსახურება, არამედ ქვეყნის გაძლიერების წინაპირობაა“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

შეხვედრას პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, ნინო წილოსანი, დიმიტრი ცქიტიშვილი და თინათინ ბოკუჩავა ესწრებოდნენ.

გალერეა

  • პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები ყირგიზეთის პარლამენტის წევრებს შეხვდნენ, 2019 წლის 5 ნოემბერი