საკოორდინაციო შეხვედრა ადგილობრივ დონეზე გენდერული პოლიტიკის შესახებ

16 იანვარი 2018
საკოორდინაციო შეხვედრა ადგილობრივ დონეზე გენდერული პოლიტიკის შესახებ

2018 წლის 16 იანვარს საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის არსებული მექანიზმების შესახებ საკოორდინაციო შეხვედრას უმასპინძლა.

საკოორდინაციო შეხვედრის მიზანი იყო ინფორმაციის მოსმენა იმ პროექტების შესახებ, რომელსაც საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოება ახორციელებს ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის საბჭოებისა და ზოგადად გენდერული პოლიტიკის გასაძლიერებლად.

შეხვედრას საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ და პარლამენტის გენდერულ საბჭოს არსებული გამოცდილება გაუზიარეს.

გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ აუცილებელია გენდერული თანასწორობის შესახებ კანონით განსაზღვრული გენდერული პოლიტიკის მექანიზმები, ადგილობრივ დონეზეც ეფექტიანად იყოს გამოყენებული.

გარდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საბჭოს წევრებმა ენძელა მაჭავარიანმა და ნინო წილოსანმა, რომელთაც გამოთქვეს მზაობა აქტიურად ჩაერთონ ადგილობრივ დონეზე არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოებთან თანამშრომლობის პროცესში.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე, სოფო ჯაფარიძე, რომელმაც მონაწილეებს ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საქმიანობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. 

ეფექტიანი კოორდინირების მიზნით, შეგროვდა ინფორმაცია ადგილობრივ დონეზე გენდერული საბჭოების გასაძლიერებლად მიმართული სამომავლო პროექტების შესახებ. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ რეგულარული საკოორდინაციო შეხვედრების გამართვის შესახებ. 

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა ორგანიზაციებმა: ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ქალთა საინფორმაციო ცენტრი (WIC), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ფონდი „სოხუმი' და Mercy Corps.

გალერეა

  • საკოორდინაციო შეხვედრა ადგილობრივ დონეზე გენდერული პოლიტიკის შესახებ, 2018 წლის 16 იანვარი