საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს განცხადება

15 მარტი 2016


საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო გმობს ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო გადაღებას, შენახვას და გავრცელებას. 

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა საქართველოს კონსტიტუციით, კანონით და საერთაშორისო სამართლით გარანტირებული უფლებაა, რომლის დაცვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა. 

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები მოვუწოდებთ ყველა შესაბამის უწყებას, დროულად გამოავლინონ და კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯონ დამნაშავეები.