საქართველოს პარლამენტმა უმასპინძლა გამოფენას: „ქალები პოლიტიკაში - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921წწ.) გამოცდილება“

08 მარტი 2018

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ, პარლამენტის თბილისის სასახლეში, უმასპინძლა გამოფენას - „ქალები პოლიტიკაში - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921წწ.) გამოცდილება“. გამოფენა მიეძღვნა ქალთა საერთაშორისო დღეს და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს. 

გამოფენა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა გახსნა, დამსწრე საზოგადოებას ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ დღევანდელი ღონისძიება ეძღვნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921წწ.) პერიოდში პოლიტიკურად აქტიური ქალების მოღვაწეობას.

„დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ძალიან საინტერესო, ვფიქრობ, რომ ჩვენთვის აქამდე უცნობი ფაქტების შესახებ მივიღოთ ინფორმაცია. ვინაიდან წელს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი წელი - აღვნიშნავთ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საუკუნოვან იუბილეს, გადავწყვიტეთ დღევანდელი ღონისძიება მიგვეძღვნა პირველი რესპუბლიკის ფარგლებში პოლიტიკურად აქტიური ქალებისთვის, იქნებოდნენ ეს პარლამენტის წევრები, თუ სხვადასხვა პოლიტიკურ პროცესებში ჩართული ქალები და მეტი ინფორმაცია გაგვეგო იმის თაობაზე, თუ რა საკანონმდებლო ინიციატივებს აყენებდნენ ისინი, რა თემატიკაზე ცდილობდნენ პოლიტიკური პროცესის გააქტიურებას და როგორ ახორციელებდნენ თავიანთ უფლებამოსილებას“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ერთი საუკუნის წინ საქართველოში ძალიან პროგრესული პროცესები მიმდინარეობდა, რაშიც ქალები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ.

„ერთი საუკუნის წინ ჩვენი ქვეყნის სამართლებრივი მოწყობა სამართლიანად ითვლებოდა ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულად. ჩვენი წინაპრები საუბრობდნენ ძალიან ფუნდამენტურ, ევროპულ და ამავე დროს, ქართულ ღირებულებებზე, როგორიც არის თანასწორობა და დემოკრატიული ღირებულებები. ერთი საუკუნის წინ საუბარი იყო დამოუკიდებელ სასამართლოზე, მყარი პოლიტიკური ინსტიტუტების შექმნასა და ჩამოყალიბებაზე, ადამიანის უფლებების კუთხით თანასწორობის, რელიგიის თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების, შრომის უფლებების განმტკიცებაზე. ნამდვილად ძალიან პროგრესული პროცესები მიმდინარეობდა ჩვენს ქვეყანაში, რაშიც ქალებს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ჰქონდათ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრი ამ მიმართულებით ძალიან საინტერესო სამუშაოებს ახორციელებს.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ მიმართა.

„დღევანდელ დღეს ხაზგასასმელია, რომ ის პოლიტიკური კულტურა, დისკუსიის კულტურა, რომლიც იმდროინდელ საქართველოში არსებობდა, იყო ნამდვილად სამაგალითო და ბევრი იმდროინდელი პროგრესული ევროპელი პოლიტიკოსი აღნიშნავდა, რომ მათ ბევრი რამ უნდა ესწავლათ საქართველოში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი და ლამაზი წახნაგი ჩვენი სამწლიანი, ხანმოკლე სახელმწიფოებრიობისა, როდესაც შეიქმნა სტანდარტი და ეს სტანდარტი ნამდვილად იყო ევროპული და ქალების მონაწილეობა ამ პროცესში მართლაც უნიკალური იყო, იმდროინდელ ევროპაში მითუმეტეს“, - აღნიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა.

მისასალმებელი სიტყვების შემდეგ, ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებამ მოისმინეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკის მკვლევარების, სალომე ჭანტურიძის და ირაკლი ირემაძის მოხსენებები თემაზე: „ქალები პოლიტიკაში - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის /1918-1921წწ./გამოცდილება“.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს მოღვაწე პოლიტიკოს ქალთა და პოლიტიკურ აქტივისტთა პორტრეტები, საკანონმდებლო ინიციატივები, მათი პოლიტიკური საქმიანობის ამსახველი წერილები. გარდა ამისა, გამოფენისთვის მომზადდა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროს გამოყენებული საარჩევნო ბიულეტენი, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სიები და საერთაშორისო თანამშრომლობის ამსახველი ფოტოები.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ქალთა ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

გალერეა

  •  საქართველოს პარლამენტმა უმასპინძლა გამოფენას: „ქალები პოლიტიკაში - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921წწ.) გამოცდილება“, 2018 წლის 8 მარტი