თემატური მოკვლევის ჯგუფმა „პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ პირველი ზეპირი მოსმენა გამართა

13 მაისი 2019

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თემატური მოკვლევის ჯგუფის - „პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ მომხსენებელმა, გუგული მაღრაძემ პირველი ზეპირი მოსმენა გამართა. 

გუგული მაღრაძის განცხადებით, განათლებაში დევს იმის გასაღები, თუ როგორ უნდა დაიძლიოს ქვეყანაში არსებული სიღარიბე. 

ჩვენ, როგორც გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლები, შემოვიფარგლეთ იმ საკითხით, რასაც ჰქვია ქალებისთვის და გოგონებისთვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა - რა ბარიერებია და რა უშლის ხელს ქალებს და გოგონებს მიიღონ პროფესიული განათლება. პროფესიული განათლება ერთი-ერთი უმოკლესი გზაა დასაქმებისკენ. ქვეყანაში სიღარიბის დაძლევის გზა გადის, სწორედ პროფესიული ცოდნის ქონაზე. იმისათვის, რომ დაიძლიოს სიღარიბე, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ისეთი ცოდნა, რომელიც მათ დღევანდელ სიტუაციაში, შრომის ბაზარზე დასაქმებაში დაეხმარება“, - აღნიშნა გუგული მაღრაძემ.

დღეს, თემატური მოკვლევის ჯგუფმა საქართველოს მეცნიერების, განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს, გორისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების მერიების, პროფესიული სასწავლებლის „აისი“ და შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს მოუსმინეს. 

მომხსენებლებმა გამოთქვეს მოსაზრებები და რეკომენდაციები ქალებისთვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის თემაზე და ასევე, თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრების კითხვებს უპასუხეს.
ზეპირ მოსმენაში გუგული მაღრაძესთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ჯგუფის წევრებმა: ირინა ფრუიძემ, ადა მარშანიამ, რატი იონათამიშვილმა და დიმიტრი ცქიტიშვილმა. 

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ 2018-2020 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის საფუძველზე, დაიწყო თემატური მოკვლევა - პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის.

თემატური მოკვლევის ჯგუფის მიზანია სამთავრობო პოლიტიკის, რეგიონული განვითარების სტრატეგიებისა და ადგილობრივი პოლიტიკის შესწავლა პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით რათა მოხდეს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა.

პროექტი ხორციელდება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

გალერეა

  • თემატური მოკვლევის ჯგუფმა „პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ პირველი ზეპირი მოსმენა გამართა, 2019 წლის 13 მაისი