უკრაინის ქალთა პირველი კონგრესი

23 ნოემბერი 2017
უკრაინის ქალთა პირველი კონგრესი

22-23 ნოემბერს, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა ენძელა მაჭავარიანმა და დიმიტრი ცქიტიშვილმა უკრაინის ქალთა პირველ კონგრესში მიიღეს მონაწილეობა. 

ქალთა კონგრესზე, პანელურ დისკუსიებზე განხილული იყო ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხი, ისევე როგორც ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება, სტამბოლის კონვენცია და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის სხვა მექანიზმები. გარდა ამისა, კონგრესზე განხილული იყო მოხსენებები ქალების ეკონომიკური გაძლიერების, განათლების და მედიის სფეროში გენდერული თანასწორობის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ დიმიტრი ცქიტიშვილმა, პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრას მიეძღვნა.

ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის დაძლევისა და პრევენციის შესახებ პანელში, დიმიტრი ცქიტიშვილმა ისაუბრა იმ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომელიც შევიდა საქართველოს სხვადასხვა კანონებში სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციის შემდგომ.

საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრის გარდა, მან ასევე ისაუბრა იმ სოციალურ კამპანიებზე, რომლებიც წარმატებით ხორციელდება საქართველოში სხვადასხვა უწყებების მიერ. გარდა ამისა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ისაუბრა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე როგორც ერთერთ მნიშვნელოვან ასპექტზე პრევენციის კუთხით. მან გააცნო დამსწრე საზოგადოებას იმ აქტივობებისა და გეგმების შესახებ, რაც გენდერული თანასწორობის საბჭოს აქვს დასახული.
„ფორუმი განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო რეგიონულ კონტექსტშიც. საქართველოს და უკრაინას ერთმანეთისგან მაგალითების, გამოცდილების და წარმატებული რეფორმების გაზიარებით, ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია ამიტომ აუცილებელია მსგავსი კონგრესის თუ ფორუმის ჩატარება ჩვენთანაც მოვახერხოთ!”- აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

კონგრესს ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა. საქართველოდან გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრების გარდა, კონგრესში მონაწილეობა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა და პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძემ.

გალერეა

  • უკრაინის ქალთა პირველი კონგრესი, 2017 წლის 23 ნოემბერი