ირინე ფრუიძე საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის სტუდენტებს შეხვდა

21 აპრილი 2017
ირინე ფრუიძე საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის სტუდენტებს შეხვდა

ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, ირინე ფრუიძე საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის სტუდენტებსა და ლექტორებს შეხვდა. მან ქვეყნის მიერ ანტიკორუფციული პოლიტიკის მიღწევებზე ისაუბრა და ამ მიმართულებით საკანონმდებლო ორგანოს მიერ გაწეულ სამუშაოებზე გაამახვილა ყურადღება.

„ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველომ კორუფციასთან ბრძოლის პროცესში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, რასაც საერთაშორისო კვლევები ადასტურებენ. კორუფციასთან ბრძოლა მუდმივი პროცესია, რომელშიც სახელისუფლებო მმართველობის ყველა შტო უნდა იყოს ჩართული,“ - აღნიშნა ირინე ფრუიძემ.

მან სტუმრებს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს 2017-2018 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო. შეხვედრისას დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა ეთიკის კოდექსზე, პარლამენტის ინსტიტუციონალურ გაძლიერებაზე და მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობაზე.

ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, სტუმრების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა, რომელიც ქვეყნის საარჩევნო სისტემას, პოლიტიკაში ქალების ჩართულობას და საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას შორის ბალანსს უკავშირდებოდა.

გალერეა

  • ირინე ფრუიძე საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის სტუდენტებს შეხვდა, 2017 წლის 21 აპრილი
  • ირინე ფრუიძე საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის სტუდენტებს შეხვდა, 2017 წლის 21 აპრილი