ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის საკითხებზე შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა ცენტრის კონცეფცია დაამტკიცა

11 ნოემბერი 2019
ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის საკითხებზე შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა ცენტრის კონცეფცია დაამტკიცა

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის საკითხებზე შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა შემაჯამებელი შეხვედრა გამართა და მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის კონცეფცია დაამტკიცა.

ეს არის სრულიად ახალი ხედვა, როგორი უნდა იყოს პარლამენტის მოქალაქეთა მისაღებიც და მოქალაქეებთან ურთიერთობის ახალი სივრცე. ეს კონცეფცია გულისხმობს როგორც საკანონმდებლო ორგანოში მოსული მოქალაქეებისთვის, ისე ელექტრონული და კომუნიკაციების სხვა საშუალებებით პარლამენტთან დაკავშირებული ადამიანებისთვის ყველაზე საუკეთესო სერვისის შეთავაზებას იმისათვის, რომ პარლამენტი იყოს მოქალაქეებისთვის ძალიან ახლობელი და ის ნამდვილად წარმოადგენდეს მათ განწყობას. ეს არის მთავარი სულისკვეთება.

კონცეფციით გათვალისწინებულია ბევრი სიახლის დანერგვა. დოკუმენტზე ძალიან კარგად იმუშავეს ექსპერტებმა, პარლამენტის აპარატმა და შესაბამისად, ჩვენ გვექნება ძალიან კარგი მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრი ახალი ხედვით და ახალი სერვისებით“, - აღნიშნა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ეკა ბესელიამ.

საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის, ირინე ფრუიძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სრულდება პარლამენტის ღია მმართველობის (OGP) 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის მე-4 ვალდებულების შესრულება.

„მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შექმნა სიახლეა არა მარტო ჩვენთვის, არამედ ბევრი სხვა ქვეყნისთვისაც. პარლამენტში მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შექმნა არის დიდი განაცხადი იმაზე, რომ ჩვენ დიდი მნიშვნელობას ვანიჭებთ საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეების ჩართულობას და სასიხარულოა, რომ კონცეფციით ბევრად მეტი რამ არის დაგეგმილი, ვიდრე ჩვენ ეს გათვალისწინებული გვქონდა საწყის ეტაპზე“, - აღნიშნა ირინე ფრუიძემ.

კონცეფციის თანახმად, მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრმა, მათ შორის, უნდა უზრუნველყოს პარლამენტის გაზრდილი საზედამხედველო ფუნქციის მხარდაჭერა და ადაპტირებული სერვისების გაწევა მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებიდან გამომდინარე.

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ შეხვედრის მონაწილეებს კონცეფციით გაწერილი მიზნები, ამოცანები და განსახორციელებელი ღონისძიებები გააცნო.

მისი განცხადებით, მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის ერთ - ერთ მიზნობრივ სტრუქტურულ ერთეულში - მოქალაქეთა მისაღებში დაინერგება „ერთი ფანჯრის“ მომსახურების პრინციპი.

„ერთი ფანჯრის“ მომსახურების პრინციპი უფრო ეფექტიანს გახდის მოქალაქეთა სერვისს და გაზრდის სტრუქტურულ ერთეულებს შორის შიდა კოორდინაციისა და კომუნიკაციის ხარისხს“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის კონცეფციაში გაწერილია პარლამენტის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ განსახორციელებელი აქტივობები, ასევე ისეთი საკითხები, რომელიც შეეხება: ზოგადი განათლების საფეხურის მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობას საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით და სხვა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს NDI-ის, GIZ-ის და UNDP-ის წარმომადგენლებმა.

გალერეა

  • ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის საკითხებზე შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა ცენტრის კონცეფცია დაამტკიცა