ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თემატური მოკვლევის ჯგუფში ზეპირი მოსმენა გაიმართა

24 სექტემბერი 2019
ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თემატური მოკვლევის ჯგუფში ზეპირი მოსმენა გაიმართა

ღია პარლამენტის მუდმივმოქმედი საბჭოს სახელმწიფო უწყებებში მოქალაქეთა ჩართულობის ინსტრუმენტებისა და პრაქტიკის შესახებ თემატური მოკვლევის ჯგუფის სხდომა ჩატარდა დღეს, სადაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ზეპირი მოსმენა გაიმართა.

ღია პარლამენტის მუდმივმოქმედმა საბჭომ სახელმწიფო უწყებებში მოქალაქეთა ჩართულობის ინსტრუმენტებისა და პრაქტიკის შესახებ თემატური მოკვლევა გაზაფხულზე წამოიწყო და პირველ ეტაპზე სამოქალაქო საზოგადოების და ექსპერტების მხრიდან წერილობითი დასაბუთებული მოსაზრებები მიიღო.

შემდეგ ეტაპზე იგეგმება აღმასრულებელი ხელისუფლების, კონკრეტულად, სამინისტროების ზეპირი მოსმენა სამოქალაქო ჩართულობის თაობაზე. მოსმენების დასრულების შემდეგ, საბჭო თავის რეკომენდაციებს შეიმუშავებს, რომელსაც საბოლოო დასკვნაში ასახავს, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს საქართველოში საჯარო მმართველობის დამკვიდრებას.

„ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ერთად გავარკვიოთ რა ინსტრუმენტები და პრაქტიკები არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტებში მოქალაქეთა ჩართულობისთვის, რა ნაკლოვანებებია ამ მიმართულებით, რა არის ძირითადი გამოწვევები, ამის შემდეგ უკვე შევჯერდებით ძირითად რეკომენდაციებზე იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს, ინსტიტუციონალიზაცია მოხდეს მოქალაქეთა ჩართულობის. რომ ეს არ იყოს ფრაგმენტული, ფორმალური პროცესი და რეალურად მოქალაქეებსაც ინტერესი გაუჩნდეთ, რომ მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღებაში, ჩაერთონ პოლიტიკის და კანონპროექტების შემუშავების პროცესში,“ - განაცხადა ღია პარლამენტის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარემ, ირინა ფრუიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საპარლამენტო პროექტის წარმომადგენელი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) საპარლამენტო პროექტის, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI), საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს (TI-Georgia) და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) წარმომადგენლები.

გალერეა

  • ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თემატური მოკვლევის ჯგუფში ზეპირი მოსმენა გაიმართა, 2019 წლის 24 სექტემბერი