ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ

16 მარტი 2019
ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის ერთობლივი სამდღიანი შეხვედრა დასრულდა. ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ ორგანიზებული ღონისძიების ბოლო სამუშაო შეხვედრაზე, საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ირინა ფრუიძემ პარლამენტში აკრედიტირებული მედიის წარმომადგენლებისთვის ღია მმართველობის პარტნიორობის შექმნის საკითხებზე და საბჭოს უფლებამოსილებაზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ღია მმართველობის პარტნიორობა, 2011 წელს, აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და მას, იმავე წელს, შეუერთდა საქართველო.

„ღია მმართველობის პარტნიორობა არის საერთაშორისო ინიციატივა, რომელიც საერთაშორისო პლატფორმის უზრუნველყოფის მიზნით იმ ქვეყნებისთვის შეიქმნა, რომლებიც ნებაყოფლობით იღებენ ვალდებულებას ხელისუფლება გახადონ უფრო ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული. 2014 წელს ღია მმართველობის პლატფორმა გაფართოვდა და საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაც მოიცვა. დღეისათვის პარლამენტში მოქმედებს ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭო, რომელიც 12 დეპუტატით არის დაკომპლექტებული. ამასთან ერთად, საბჭოსთან ერთად მოქმედებს საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც 16 არასამთავრობო ორგანიზაციით არის წარმოდგენილი“, - განაცხადა ირინა ფრუიძემ.

მანვე მედიის წარმომადგენლებს ღია პარლამენტის მიღწევები გააცნო და პარლამენტის ანგარიშვალდებულების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული აქტივობები, როგორიცაა: კომიტეტების სამოქმედო გეგმების მომზადება, პარლამენტის ყოველწლიური ანგარიში და პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის მიღება დაასახელა. მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაგრძელდა. ჟურნალისტებმა საბჭოს მიერ გაწეული საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ საბჭოს წევრებს კითხვებით მიმართეს და მათთვის საინტერესო საკითხებზე დამატებითი ინფორმაციები მოისმინეს.

პარლამენტის აპარატში მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ. მისი განცხადებით, საქართველოს პარლამენტის აპარატი სრულიად აპოლიტიკური სტრუქტურაა და იგი ორიენტირებულია ხელი შეუწყოს საკანონმდებლო ორგანოს სრულფასოვან საქმიანობას. აპარატის უფროსმა მედიის წარმომადგენლებს აპარატის რეფორმირების პროცესზე ინფორმაცია მიაწოდა და პარლამენტის სასწავლო ცენტრის გაძლიერების, საპარლამენტო კვლევითი ცენტრის შექმნის, აპარატის და მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების თანამშრომელთა ტრენინგებისა და გადამზადების კურსების მნიშვნელობაზე, შშმ პირებისთვის პარლამენტის სასახლის ადაპტირების სამუშაოებზე და მათთვის დანერგილ სერვისებზე ისაუბრა. „პარლამენტის აპარატი სხვადასხვა მიმართულებით ვითარდება და ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთ ფოკუს ჯგუფს მედია და სამოქალაქო საზოგადოება წარმოადგენს. ამ მიზნით, საპარლამენტო პროცედურების და პარლამენტის ახალი რეგლამენტის ნორმების უკეთ გაცნობისთვის არაერთი ღონისძიების გამართვა იგეგმება“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

აპარატის უფროსი სამომავლო საქმიანობის პრირიტეტებსაც შეეხო და ამ კუთხით, პარლამენტში საგამომცემლო სტრუქტურის - სტამბის დაარსების, „მწანე პარლამენტის“ კონცეფციის შემოტანის, პარლამენტის მუზეუმის მშენებლობის და დისტანციური სწავლების მოდულის დანერგვის საკითხებზე ისაუბრა.

მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა OGP-ის მიზნებსა და ვალდებულებებზე, მათი აღსრულების მნიშვნელობასა და ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაზე ისაუბრა. შეხვედრის დასასრულს ჟურნალისტები პარლამენტის ვებ გვერდის ახალ კონცეფციას და ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მესამე სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ხუთი ვალდებულების შესრულების მიმდინარეობას გაეცნენ.

გალერეა

  • ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ