ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ და საბჭოსთან არსებულმა საკონსულტაციო ჯგუფმა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე იმსჯელა

11 დეკემბერი 2018
ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ და საბჭოსთან არსებულმა საკონსულტაციო ჯგუფმა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე იმსჯელა

ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ და საბჭოსთან არსებულმა საკონსულტაციო ჯგუფმა მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ირინა ფრუიძემ  გახსნა.

ჩვენ აქტიურად დავიწყეთ ახალი სამოქმედო გეგმის განხორციელება. შექმნილია ოთხი სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფების ნაწილმა უკვე განახორციელა გარკვეული საქმიანობა. დღეს ჩვენ მიმოვიხილავთ რა გაკეთდა როგორც წინა სამოქმედო გეგმის ვალდებულებებთან მიმართებაში, აქ ჩვენ პრაქტიკულად უკვე ვასრულებთ მეორე სამოქმედო გეგმას და ასევე, მესამე სამოქმედო გეგმის ვალდებულებების ნაწილში რა გაკეთდა სექტემბრიდან დღემდე. დღეს, ასევე განვიხილავთ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDF) დახმარებით მომზადებულ ორ დოკუმენტს. ეს ორი დოკუმენტი ახალი სამოქმედო გეგმის ვალდებულებებს ეხება. ეს არის: ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს კომუნიკაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის სამუშაო დოკუმენტი და საქართველოს პარლამენტის სოციალური ქსელების კონცეფციის სამუშაო დოკუმენტი“, - განაცხადა ირინა ფრუიძემ.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მმართველობის სექტორის კოორდინატორმა სოფი ჰუე გერიშმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დემოკრატიული მმართველობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, გიგი ბრეგაძემ და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDF) აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილი

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ირინა ფრუიძემ შეხვედრის მონაწილეებს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში გააცნო.

ჩვენ მეორე სამოქმედო გეგმიდან დარჩენილი გვქონდა გარკვეული ვალდებულებები, რაც განპირობებული იყო ახალი რეგლამენტის მიღების პროცესის გაჭიანურებით და იქედან გამომდინარე, რომ რეგლამენტი უკვე მიღებულია, შესაბამისად, ბევრი ვალდებულება, რომელიც დაკავშირებული იყო ამ რეგლამენტთან, ავტომატურად შესრულებულია“, - განაცხადა ირინა ფრუიძემ.

მისივე თქმით, ორი ვალდებულება, რაც პეტიციისა და საკანონმდებლო წინადადების ელექტრონული წესით წარდგენას ეხებოდა, რეგლამენტის მიღებით თითქმის შესრულდა, თუმცა შესასრულებელი დარჩა ტექნიკური დავალება, რომელიც ეხება ელექტრონული წესით ხელმოწერის საკითხს პარლამენტის ვებსაიტზე და ამ ეტაპზე მიმდინარეობს იუსტიციის სამინისტროს სსიპ-თან მოლაპარაკება ამ ინსტრუმენტის შესყიდვასთან დაკავშირებით. 

ერთ-ერთი ვალდებულება ეხება პარლამენტი შენობის ადაპტირებას, რომლის შესრულება გაუადვილებს გადაადგილებისა და მხედველობის შეზღუდვის მქონე პირებს პარლამენტის ტერიტორიაზე გადაადგილებას და სერვისებზე ხელმისაწვდომობას. ირინა ფრუიძემ აღნიშნა, რომ სერვისებზე ხელმისაწვდომობის კონცეფცია უკვე შემუშავებულია, ხოლო პარლამენტის თბილსის სასახლის ადაპტირება პრაქტიკულად დასრულებულია.

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, ასევე შესრულებულია ვალდებულებები, რომლებიც შეეხება: პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური გეგმის შემუშავებას, საჯარო ინფორმაციის ანგარიშების მონოტორინგს, განმარტებითი ბარათის შინაარსობრივი მხარის გაუმჯობესებას, კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში ცვლილებების შეტანის დასაბუთებას, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსთვის და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთვის ახალი უფლებამოსილებების დამატებას და სხვა.

როგორც ირინა ფრუიძემ აღნიშნა, მესამე სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია ხუთი ვალდებულება, კერძოდ: პარლმენტის მიერ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების ხელშეწყობა და მონიტორინგი, ბიუჯეტის შემუშავებისა და დამტკიცების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა, პარლამენტის ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის გაძლიერება ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით, მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შექმნა საქართველოს პარლამენტში და საპარლამენტო დემოკრატიის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. 

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ისაუბრა მესამე სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების კომპონენტებზე და მათი შესრულებისთვის განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებზე. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ისაუბრა საქართველოს პარლამენტში მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.

მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შექმნა თავის თავში მოიაზრებს იმდენად დიდ რეფორმას და ახალ კონცეპტუალურ ხედვას, რომ ამის გააზრებით ყველა კარგად ვაცნობიერებთ, რამდენად თვისობრივად ახალი და მიმზიდველი შეიძლება გახდეს პარლამენტი მოქალაქისთვის“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. მისივე თქმით, მოქალაქეთა მისაღები ძალიან დიდ, კომლექსურ სამუშაოს ასრულებს და ის უნდა პასუხობდეს ახალ გამოწვევებს და აკმაყოფილებდეს ახალ სტანდარტებს.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სამუშაო პროცესში ჩატარებული პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე მოხდა პრობლემების იდენტიფიცირება. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ეკა ბესელიამ დეტალურად ისაუბრა და შეხვედრის მონაწილეებს პრობლემების მოგვარებისთვის საჭირო ღონისძიებები გააცნო.

სამუშაო შეხვედრაზე განხილული იყო ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს 2019 -2020 წლების კომუნიკაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის სამუშაო დოკუმენტი და საქართველოს პარლამენტის სოციალური ქსელების 2019 -2020 წლების კონცეფციის სამუშაო დოკუმენტი. 

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის, ირინა ფრუიძის განაცხადებით, დოკუმენტებზე მუშაობა კიდევ გაგრძელდება და უახლოეს პერიოდში მათი საბოლოო ვერსიები საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის წევრებს გადაეგზავნებათ.

გალერეა

  • ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ და საბჭოსთან არსებულმა საკონსულტაციო ჯგუფმა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე იმსჯელა, 2018 წლის 11 დეკემბერი