ირინა ფრუიძე ღია მმართველობის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონულ სამიტში მონაწილეობს

06 ნოემბერი 2018
ირინა ფრუიძე ღია მმართველობის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონულ სამიტში მონაწილეობს

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, ირინა ფრუიძე ღია მმართველობის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონულ სამიტზე სიტყვით გამოვიდა.

ორდღიანი სამიტი სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში მიმდინარეობს. საბჭოს თავმჯდომარემ გახსნის ცერემონიის მაღალი დონის პანელზე პარლამენტის ღიაობის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით საქართველოს პარლამენტის მიღწევების შესახებ ისაუბრა.

„დემოკრატია ვერ აშენდება და ვერ იქნება შენარჩუნებული ღია მმართველობის გარეშე. ღია მმართველობის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების და სხვა დაინტერსებული მხარეების ჩართულობას მოაქვს მეტი იდეები, მეტი მრავალფეროვნება, კრიტიკული შეფასებები, რაც ეხმარება პარლამენტს ინსტიტუციონალური განვითარების პროცესში“, - განაცხადა ირინა ფრუიძემ.

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ საპარლამენტო ღიაობის პანელზე „პარლამენტი, როგორც ღია მმართველობის რეფორმის პარტნიორი“ მიმოიხილა საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საქმიანობა და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და განხორციელების პრაქტიკა.

ვიზიტის ფარგლებში, ირინა ფრუიძე სამხრეთ კორეის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს და პარლამენტის წევრებს ღია პარლამენტის შესახებ ესაუბრა.

გალერეა

  • ირინა ფრუიძე ღია მმართველობის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონულ სამიტში მონაწილეობს