ირინე ფრუიძე ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს შეხვდა

03 აპრილი 2019
ირინე ფრუიძე ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს შეხვდა

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, ირინე ფრუიძე ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს შეხვდა. დეპუტატი, ახალგაზრდებს, საკანონმდებლო საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, საპარლამენტო დიპლომატიაში მუდმივმოქმედი საპარლმენტო დელეგაციებისა და პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების როლზე, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ესაუბრა.

შეხვედრისას, ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლები ღია პარლამენტის მუდმივმოქმედი საბჭოს საქმიანობითა და მისი მიღწევებით ასევე, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების მუშაობით და ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს პარლამენტის მუშაობით დაინტერესდნენ. 

შეხვედრისას საინტერესო დისკუსია გაიმართა. ახალგაზრდების ჩართულობა და მათი ინფორმირებულობა ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტის იმიჯის ამაღლებისთვის“, - აღნიშნა ირინე ფრუიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

გალერეა

  • ირინე ფრუიძე ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს შეხვდა