ირინე ფრუიძე: „უახლოეს მომავალში პარლამენტის ღიაობასთან დაკავშირებით ბევრი სიახლე გვექნება, რომელიც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა უფრო აქტიურ ჩართულობას საპარლამენტო საქმიანობაში”

25 სექტემბერი 2019
ირინე ფრუიძე: „უახლოეს მომავალში პარლამენტის ღიაობასთან დაკავშირებით ბევრი სიახლე გვექნება, რომელიც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა უფრო აქტიურ ჩართულობას საპარლამენტო საქმიანობაში”

საქართველოს პარლამენტის ახალი ვებგვერდის შექმნა, მობილური აპლიკაციის გაუმჯობესება, მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის ამოქმედება, მუზეუმის დაარსება, რეგიონებში საპარლამენტო კუთხეების მოწყობა, - ეს ის სიახლეებია, რომლის განხორციელებასაც საქართველოს პარლამენტი უახლოეს მომავალში გეგმავს. ამის შესახებ ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მორიგ სხდომაზე ისაუბრეს.

საბჭოს დღევანდელ სხდომაზე სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც საბჭოს საქმიანობაშია ჩართული, წარვუდგინეთ ღია პარლამენტის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების ანგარიში. ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ შესრულდა ვალდებულებების ნაწილი და რა არის დარჩენილი იმისათვის, რომ დავასრულოთ ამ სამოქმედო გეგმის განხორციელება. ძალიან ბევრი რამ უკვე გაკეთებულია პარლამენტის ღიაობის მიმართულებით. ჩვენ ასევე ვიმუშავეთ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში პარლამენტის როლის გაზრდაზე“, - განაცხადა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ირინე ფრუიძემ

კანონპროექტის შემუშავებისთვის სპეციალური ელექტრონული ფორმის განსაზღვრის, ასევე განმარტებითი ბარათის შედგენის შესახებ სახელმძღვანელოსა და ვიდეოინსტრუქციის შემუშავების და მათი პარლამენტის ვებგვერდზე განთავსების საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის ანგარიში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა წარმოადგინა.

საბჭოს სხდომაზე პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის ამოქმედების, პარლამენტის მუზეუმის დაარსებისა და რეგიონებში საპარლამენტო კუთხეების მოწყობის საკითხებზე ისაუბრა. მან დამსწრეთ პროექტის - „მწვანე პარლამენტი“ - განხორციელების დეტალები გააცნო და პარლამენტის სასწავლო ცენტრში ელექტრონული სასწავლო პროგრამის დანერგვის შესახებ ისაუბრა. 
პარალმენტის მობილური აპლიკაციის გაუმჯობესების ვერსიის პრეზენტაცია აპარატის უფროსის მოადგილემ, ქეთევან კვინიკაძემ წარმოადგინა. 

მოქალაქეთა საზოგადოებრივი მისაღების გეგმა-ნახაზი სხდომის მონაწილეებს აპარატის უფროსის მოადგილემ, შოთა გოშაძემ გააცნო. 

ირინე ფრუიძის შეფასებით, ყველა ის სიახლე, რომელიც უახლოეს მომავალში პარლამენტის ღიაობასთან დაკავშირებით განხორციელდება, ხელს შეუწყობს მოქალაქეთა უფრო აქტიურ ჩართულობას საპარლამენტო საქმიანობაში და აამაღლებს საპარლამენტო დემოკრატიის შესახებ საზოგადოების ცნობიერებას, რაც მისივე მოსაზრებით, ძალიან მნიშვნელოვანია საპარლამენტო რესპუბლიკაში.

გალერეა

  • ირინე ფრუიძე: „უახლოეს მომავალში პარლამენტის ღიაობასთან დაკავშირებით ბევრი სიახლე გვექნება, რომელიც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა უფრო აქტიურ ჩართულობას საპარლამენტო საქმიანობაში” , 2019 წლის 25 სექტემბერი