მდგრადი განვითარების განხორციელების ხელშეწყობისა და მონიტორინგისთვის პარლამენტის სტრატეგიის მიზნები და ამოცანები განსაზღვრეს

15 მარტი 2019
მდგრადი განვითარების განხორციელების ხელშეწყობისა და მონიტორინგისთვის პარლამენტის სტრატეგიის მიზნები და ამოცანები განსაზღვრეს

ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ხელშეწყობით, ლიკანში ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის ერთობლივი შეხვედრა გრძელდება.

სამდღიანი სამუშაო შეხვედრის მეორე დღეს, ღონისძიების მონაწილეები მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ხელშეწყობისა და მონიტორინგისთვის პარლამენტის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ძირითად მიმართულებებს, ვალდებულებებს და ამოცაენს გაეცნენ, რომლებიც პრეზენტაციის ფორმით, მდგრადი განვითარების მიზნების კონსულტანტმა, გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისის წარმომადგენელმა, რუსუდან ტუშურმა წარმოადგინა. 

მომხსენებელმა მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში პარლამენტის ჩართულობის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტის საკანონმდებლო და საზედამხედველო ფუნქციების ეფექტურად გამოყენება, მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას ერთპიროვნულად შეუწყობს ხელს.

„პარლამენტს, როგორც წესი, არაერთი მექანიზმი აქვს, რომ აქტიურად ჩაერთოს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებასა და პროგრესის შეფასებაში. ეს შეეხება როგორც პოლიტიკის შემუშავებას და შესაბამისი კანონმდებლობის მიღებას, ასევე საპარლამენტო კონტროლს. განსაკუთრებით აღსანიშნავია პარლამენტის უფლებამოსილება საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებით, ვინაიდან სათანადო ფინანსური რესურსის გარეშე შეუძლებელი იქნება მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა“, - განაცხადა რუსუდან ტუშურმა.

მდგრადი განვითარების მიზნების კონსულტანტმა შეხვედრის მონაწილეებს SDG-ის ხელშეწყობისა და მონიტორინგისთვის 4 სტრატეგიული მიზანი და მათთან დაკავშირებული 11 ამოცანა გააცნო. წარმოდგენილ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ღონისძიებაზე დისკუსია გაიმართა.

პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ SDG-ის მიღწევის პროცესში პარლამენტის აპარატის ჩართულობას გაუსვა ხაზი და ამ კუთხით, მოქალაქეთა ჩართულობის ასპექტები გამოკვეთა.

მისი განცხადებით, პარლამენტის აპარატში დაწყებულია მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროს თანამშრომელთა ტრენინგები და გადამზადების კურსები, რაც საშუალებას მოგვცემს მთელი საქართველოს მასშტაბით, ბიუროებში დასაქმებული 350-მდე თანამშრომელი შესაბამისი ცოდნით აღიჭურვოს და აქტიურად ჩავრთოთ იმ პროცესებში, რაც SDG-ის შესრულებას შეუწყობს ხელს.

„ეს პროცესი მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ინფორმირებულობა რეგიონების დონეზეც მოხდება და არ იქნება მხოლოდ დედაქალაქში კონცენტრირებული“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

სამუშაო შეხვედრა ჯგუფური მუშაობის ფორმატით გაგრძელდა.

ღონისძიების მონაწილეები ოთხ თემატურ ჯგუფად გადანაწილდნენ და შესაბამისი პრეზენტაციები მოამზადეს, რომლის შესახებაც მსჯელობა და დისკუსია გაიმართა.

მეორე სამუშაო დღე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კახაბერ კუჭავამ შეაფასა. მისი განცხადებით, ნაყოფიერი სამუშაო პროცესი წარიმართა და დღის ბოლოს, თემატური ჯგუფების პრეზენტაციების სახით, უკვე კონკრეტული შედეგები დაიდო, რომლებიც დამუშავდება და ერთიან დოკუმენტად ჩამოყალიბდება.

კახაბერ კუჭავა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების აღსრულების პროცესსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ისევე როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) კუთხით, SDG-ის თვალსაზრისით ქვეყანას გარკვეული წარმატება აქვს და მნიშვნელოვანია, რომ ამ შედეგების გაზიარება საქართველოს პარტნიორ ქვეყნებშიც მოხდეს.

კომიტეტის თავმჯდომარემ საკითხის კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაციის მიზნით, SDG-ის თემებზე სასაუბროდ პარლამენტის პლენარული სხდომების გამოყენების მნიშვნელობაც აღნიშნა.

გალერეა

  • მდგრადი განვითარების განხორციელების ხელშეწყობისა და მონიტორინგისთვის პარლამენტის სტრატეგიის მიზნები და ამოცანები განსაზღვრეს, 2019 წლის 15 მარტი

  • DSC_1638.JPG