პარლამენტის ღია მმართველობის (OGP) სამუშაო ჯგუფმა ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის კონცეფციის პროექტზე იმსჯელა

15 აპრილი 2019
პარლამენტის ღია მმართველობის (OGP) სამუშაო ჯგუფმა ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის კონცეფციის პროექტზე იმსჯელა

ეკა ბესელია პარლამენტის ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე განსახილველად წარმოდგენილი იყო მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის კონცეფციის პროექტი.

„გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დახმარებით და ექსპერტების მონაწილეობით დაიწყო კვლევა და უკვე მზად არის მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის კონცეფციის პროექტი, რომელიც სწორედ ამ კვლევის შედეგად არის ჩამოყალიბებული. კონცეფციის პროექტს, რომელზეც ჩვენ შევჯერდებით, გავუზიარებთ ღია მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს წევრებს, რის შემდეგაც, უკვე შევძლებთ ამ ცენტრის განვითარების ერთიანი ხედვა და დოკუმენტი შევთავაზოთ პარლამენტს“, - განაცხადა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ეკა ბესელიამ.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო არსებული მდგომარეობის ანალიზის შესახებ კვლევის შედეგები და კონცეფციის პროექტი.

მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის კონცეფციის პროექტში გაწერილია შემდეგი საკითხები: ცენტრის მიზანი, ცენტრის წინაშე მდგარი სტრატეგიული ამოცანები, ცენტრის სერვისები, ცენტრისთვის საჭირო კომპეტენციები და ცენტრის ორგანიზაციული მოწყობა. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო, ასევე საერთაშორისო პრაქტიკების მიმოხილვა.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ერთი კვირის შემდეგ გაიმართება შემაჯამებელი შეხვედრა, მანამდე კი ჯგუფის წევრები გაცვლიან მოსაზრებებს მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის კონცეფციის პროექტთან დაკავშირებით.

მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შექმნა პარლამენტის ღია მმართველობის (OGP) 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის მე-4 ვალდებულებაა და მისი ინიციატორია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტი „პარლამენტის აპარატის გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“.

გალერეა

  • პარლამენტის ღია მმართველობის (OGP) სამუშაო ჯგუფმა ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის კონცეფციის პროექტზე იმსჯელა, 2019 წლის 15 აპრილი