საქართველოს პარლამენტის დელეგაცია უკრაინაში, გლობალური საკანონმდებლო ღიაობის კონფერენციაში მონაწილეობს

19 მაისი 2017
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია უკრაინაში, გლობალური საკანონმდებლო ღიაობის კონფერენციაში მონაწილეობს

19-20 მაისს უკრაინაში გლობალური საკანონმდებლო ღიაობის კონფერენცია მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს პარლამენტიდან ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ირინე ფრუიძე, საბჭოს წევრები: გიორგი კახიანი, კახა კუჭავა, ოთარ კახიძე და საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი ნიკოლოზ ნათენაძე მონაწილეობენ.

კონფერენციაზე პარლამენტის საქმიანობა, მოქალაქეთა ნდობა და გამჭვირვალობა, პარლამენტის და ღია მმართველობის პარტნიორობა განიხილება. დელეგატები ასევე, ტექნოლოგიებსა და სიახლეებზე, პარლამენტის გამჭვირვალობასა და დემოკრატიულ ტრანსფორმირებაზე და საჯარო ინოვაციებზე იმსჯელებენ.

კონფერენციის ფარგლებში,  ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ირინე ფრუიძემ პარლამენტის და ღია მმართველობის პარტნიორობის შესახებ ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა პარლამენტის როლზე, საკანონმდებლო ინიციატივებსა და ცვლილებებზე ეროვნული გეგმის განხორციელების მხარდაჭერის პროცესში.

გლობალური საკანონმდებლო ღიაობის კონფერენციას უკრაინის უმაღლესი რადა მასპინძლობს. კონფერენციაში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რამდენადაც მიმდინარე წლის ოქტომბრიდან საქართველო, ერთი წლის ვადით, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) თავმჯდომარე ქვეყანა გახდება.

გალერეა

  • საქართველოს პარლამენტის დელეგაცია უკრაინაში, გლობალური საკანონმდებლო ღიაობის კონფერენციაში მონაწილეობს, 2017 წლის 19 მაისი