„სახელმწიფო უწყებებში არსებული სამოქალაქო ჩართულობის ინსტრუმენტებისა და პრაქტიკების შესახებ“ თემატური მოკვლევის ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

31 მაისი 2019

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ფარგლებში შექმნილმა თემატური მოკვლევის ჯგუფმა „სახელმწიფო უწყებებში არსებული სამოქალაქო ჩართულობის ინსტრუმენტებისა და პრაქტიკების შესახებ“ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. საკითხზე მთავარ მომხსენებლად, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ირინე ფრუიძე განისაზღვრა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რომლებმაც მზაობა გამოხატეს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოკვლევის ჯგუფს დასაბუთებული მოსაზრებები წარუდგინოს.

„ღია პარლამენტის საბჭოს ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოებასთან, თემატური მოკვლევის ჯგუფის გაცნობითი შეხვედრა გავმართეთ, ვინც შემდგომში უკვე მზად არის იმისთვის, რომ „სახელმწიფო უწყებებში არსებული სამოქალაქო ჩართულობის ინსტრუმენტებისა და პრაქტიკების შესახებ“ თავისი დასაბუთებული მოსაზრება წარმოადგინოს. დღეიდან ჩვენ გამოვაცხადებთ და დავიწყებთ ინფორმაციის შეგროვებას იმის შესახებ, თუ რა პრაქტიკები და ინსტრუმენტები არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტებში მოქალაქეთა ჩართულობის, უფრო კონკრეტულად კი, სამინისტროებში. შემდეგ უკვე შევიმუშავებთ შესაბამის რეკომენდაციებს იმისათვის რომ ეს პროცესი გავაუმჯობესოთ“, - აღნიშნა ირინე ფრუიძემ.

გალერეა

  • „სახელმწიფო უწყებებში არსებული სამოქალაქო ჩართულობის ინსტრუმენტებისა და პრაქტიკების შესახებ“ თემატური მოკვლევის ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, 2019 წლის 31 მაისი