სახელმწიფო უწყებებში არსებული სამოქალაქო ჩართულობის ინსტრუმენტებთან და პრაქტიკებთან დაკავშირებულ საკითხებზე შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფი სამინისტროების ზეპირ მოსმენას აგრძელებს

08 ოქტომბერი 2019
სახელმწიფო უწყებებში არსებული სამოქალაქო ჩართულობის ინსტრუმენტებთან და პრაქტიკებთან დაკავშირებულ საკითხებზე შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფი სამინისტროების ზეპირ მოსმენას აგრძელებს

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მიერ სახელმწიფო უწყებებში არსებული სამოქალაქო ჩართულობის ინსტრუმენტებთან და პრაქტიკებთან დაკავშირებულ საკითხებზე შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფმა სამინისტროების ზეპირი მოსმენა დაიწყო.

მოკვლევის შემდეგ შევიმუშავებთ შესაბამის რეკომენდაციებს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, უფრო ფორმალური, უფრო უნიფიცირებული გავხადოთ მოქალაქეთა ჩართულობა. ამჯერად მოკვლევით შემოვიფარგლეთ სამინისტროებით, შემდგომში შეიძლება უკვე ვიფიქროთ სხვა უწყებებში მსგავსი მოკვლევის ჩატარებაზე“, - განაცხადა საბჭოს თავმჯდომარემ, ირინე ფრუიძემ

თემატური მოკვლევის ჯგუფის შემადგენლობაში არიან ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები. ირინე ფრუიძის განცხადებით, მოკვლევას გაეროს განვითარების პროგრამის( UNDP) მხარდაჭერით ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ეხმარება. 

მოკვლევის გარკვეული ეტაპები უკვე გაიარეს. გამოვაცხადეთ დასაბუთებული მოსაზრებების მიღება და შემოვიდა 15 ორგანიზაციის მიერ დასაბუთებული მოსაზრება, რის შემდეგაც ზეპირი მოსმენა გავმართეთ მათთან. ახლა უკვე გადავედით უშუალოდ სახელმწიფო უწყებების მოსმენაზე“, - აღნიშნა საბჭოს თავმჯდომარემ. 

თემატური მოკვლევის ჯგუფმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, გიორგი ბობღიაშვილს მოუსმინა. მან მიმოიხილა ოთხი ძირითადი ინსტრუმენტი, რომელზეც მთავრობის ადმინისტრაციაა პასუხისმგებელი: საჯარო მართველობის რეფორმა; მდგრადი განვითარების მიზნები; ღია მმართველობის პარტნიორობა და ელექტრონული პეტიციების პორტალი. 

მან ისაუბრა მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოებისა და პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების სამთავრობო წესის შესახებ, რომელიც სავალდებულო ხდება ყველა სამინისტროსთვის და ითვალისწინებს, თუ როგორ უნდა მოხდეს პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება. 

სავალდებულო ხდება პოლიტიკის ყველა დოკუმენტზე, რომელიც მუშავდება უწყებების მიერ და გამოდის მთავრობაზე დასამტკიცებლად, ჩატარდეს საჯარო კონსულტაციები. წესი ასევე ადგენს, რომ საჯარო კონსულტაციები შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ასევე ელექტრონული ფორმით“, - განაცხადა გიორგი ბობღიაშვილმა.

მისივე თქმით, წესში მითითებულია, რომ სამინისტროებმა ასევე უნდა წარმოადგინონ საჯარო კონსულტაციების შემაჯამებელი ანგარიში. 

თემატური მოკვლევის ჯგუფმა მოუსმინა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს ხატია წილოსანს.

ჩვენი სამინისტრო შერჩეული იქნა როგორც საპილოტე უწყება ყველა იმ მთავარი მიმართულების განხორციელების პროცესში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციამ დაგეგმა“, - განაცხადა ხატია წილოსანმა.

მან რამდენიმე მიმართულება გამოყო, რომელშიც უაღრესად მნიშვნელოვანია სამოქალაქო ჩართულობა: სტრატეგიული დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, სოფლის განვითარების კოორდინაცია, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით კანონმდებლობის მიახლოება ევროკავშირის რეგულაციებთან. 

სამივე ეს მიმართულება გვეხება თითოეულ ჩვენგანს და თითოეული რეგულაცია არის უდიდესი გავლენის მომხდენი როგორც ბიზნესზე, ასევე კერძო სექტორზე. ასეთი მაღალი პასუხისმგებლობის ფარგლებში ჩვენი პირდაპირი მოტივაცია და ვალდებულებაც არის, საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა ცვლილება იგეგმება“, - განაცხადა ხატია წილოსანმა. 

დღესვე თემატური მოკვლევის ჯგუფმა მოუსმინა იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, პელაგია მახაურს. მან ყურადღება გაამახვილა ანტიკორუფციული პოლიტიკის კოორდინაციაზე, რომელსაც ანტიკორუფციული საბჭო ახორციელებს. 

საბჭოს შემადგენლობაში არიან სახელმწიფო უწყებები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე, ბიზნეს სექტორი, რომლებიც მონაწილეობენ პრიორიტეტების შემუშავებასა და რისკფაქტორების განსაზღვრაში“, - განაცხადა მომხსენებელმა.

მისი თქმით, სამოქალაქო სექტორი ჩართულია არა მხოლოდ პოლიტიკის შემუშავების, არამედ მონიტორინგის პროცესშიც, რომელიც 6 თვეში ერთხელ ხორციელდება. მან ისაუბრა ასევე იუსტიციის სახლებში არსებულ უკუკავშირის ელექტრონულ მექანიზმზე, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს შეუძლიათ დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები ამა თუ იმ სერვისთან დაკავშირებით. 

სამინისტროების ზეპირი მოსმენა კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

გალერეა

  • სახელმწიფო უწყებებში არსებული სამოქალაქო ჩართულობის ინსტრუმენტებთან და პრაქტიკებთან დაკავშირებულ საკითხებზე შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფი სამინისტროების ზეპირ მოსმენას აგრძელებს, 2019 წლის 8 ოქტომბერი