ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსთან არსებულმა თემატური მოკვლევის ჯგუფმა ბოლო ზეპირი მოსმენა გამართა

17 ოქტომბერი 2019
ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსთან არსებულმა თემატური მოკვლევის ჯგუფმა ბოლო ზეპირი მოსმენა გამართა

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მიერ სახელმწიფო უწყებებში არსებული სამოქალაქო ჩართულობის ინსტრუმენტებთან და პრაქტიკებთან დაკავშირებულ საკითხებზე შექმნილმა თემატური მოკვლევის ჯგუფმა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, რატი ბრეგაძეს მოუსმინა.

„თავდაცვის სამინისტრომ 2017 წლის 26 ოქტომბერს მიიღო საკომუნიკაციო სტრატეგია, რომლის თანახმადაც, ჩვენი სამინისტროს მიზანია, წვლილი შეიტანოს ერთიანი, დემოკრატიული, დამოუკიდებელი, უსაფრთხო, ძლიერი, სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესში, სადაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ღირსეული როლი და ადგილი აქვს. ბოლო პერიოდში შემუშავებული იქნა საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია, თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა, გენდერული თანასწორობის სტრატეგია და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკომუნიკაციო სტრატეგია. ყველა ამ დოკუმენტზე იყო როგორც დაინტერესებული პირების, ასევე ექსპერტების აქტიური ჩართულობა. ყველა დონეზე მიმდინარეობდა განხილვები და წარმოდგენილი პირების შენიშვნები გათვალისწინებულ იქნა თითოეული დოკუმენტის საბოლოო ვერსიის შექმნაში“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მოქალაქეთა ჩართულობის კიდევ ერთ მაგალითად, რატი ბრეგაძემ რეზერვის ახალი კონცეფცია დაასახელა, რომლის დროსაც, მისი თქმით, ჩატარებულ იქნა არაერთი შეხვედრა როგორც სამთავრობო და საკანონმდებლო წრეების წარმომადგენლებთან, ისე არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციების ჯგუფებთან.

მინისტრის მოადგილემ ისაუბრა თავდაცვის სამინისტროს საკომუნიკაციო სტრატეგიის კიდევ ერთ ამოცანაზე, კერძოდ, თავდაცვის სისტემაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესში საზოგადოების ფართო ჩართულობის უზრუნველყოფასა და ინფორმირებაზე.

„სწორედ იმ მიზნით, რომ ყველა მოქალაქემ მიიღოს მაქსიმალური ინფორმაცია ჯარში მიმდინარე რეფორმების და ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, თავდაცვის სამინისტროს მიერ ყოველთვიურად გამოიცემა გაზეთი „ქართული ჯარი“ ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენაზე“, - აღნიშნა მან.

საბჭოს თავმჯდომარის, ირინე ფრუიძის განცხადებით, სახელმწიფო უწყებების ზეპირი მოსმენების დროს პარლამენტი აქცენტს აკეთებდა იმაზე, თუ მოქალაქეთა ჩართულობის რა კონკრეტულ მექანიზმებს იყენებენ სამინისტროები, როგორ მუშაობს ეს მექანიზმები და რა გამოწვევები არსებობს ამ მიმართულებით.

„მოსმენებისა და სამოქალაქო საზოგადოებისგან მიღებული ინფორმაცის შედეგად ჩვენ შევიმუშავებთ საბოლოო დასკვნას და რეკომენდაციებს, იმისთვის, რომ სახელმწიფო უწყებებში მოქალაქეთა ჩართულობა გავხადოთ უფრო ეფექტიანი, ორგანიზებული, და უნიფიცირებული და მოქალაქეების ინტერესიც გაიზარდოს ამ მიმართულებით“, - განაცხადა ირინე ფრუიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

გალერეა

  • ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსთან არსებულმა თემატური მოკვლევის ჯგუფმა ბოლო ზეპირი მოსმენა გამართა, 2019 წლის 17 ოქტომბერი