empty

ოქმი N5


ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი 
საპარლამენტო საბჭოს 

სხდომის ოქმი № 5

5 თებერვალი, 2018 წელი
(სასტუმრო „რუმსი“, თბილისი)


სხდომას უძღვებოდა:
ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე- ირინა ფრუიძე
სხდომას ესწრებოდნენ საბჭოს წევრები:
ეკა ბესელია - ფრაქცია „ქართული ოცნება“
გიორგი კახიანი - ფრაქცია „ქართული ოცნება“
გუგული მაღრაძე - ფრაქცია „ქართული ოცნება“
კახაბერ კუჭავა - ფრაქცია „ქართული ოცნება“

საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლები და საკონსულტაციო ჯგუფის წევრები.

სხდომის დღის წესრიგის შესაბამისად, შეხვედრა გახსნა ირინა ფრუიძემ.

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში პროგრამის მენეჯერმა სოფი ჰუე გერიშმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დემოკრატიული მმართველობის ჯგუფის ხელმძღვანელმა გიგი ბრეგაძემ.

ღია პარლამენტის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარემ ირინა ფრუიძემ წარმოადგინა ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს 2017 წლის საქმიანობის ანგარიში.

ღია პარლამენტის მუდმივმოქმედმა საბჭომ და მასთან არსებულმა საკონსულტაციო ჯგუფის წარმომადგენლებმა მოისმინეს იუსტიციის სამინისტროს ღია მმართველობა საქართველოს ეროვნული კოორდინატორის ქეთევან ცანავას მიერ გაკეთებული ანგარიში ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული საქმიანობის, 2018 წლის გლობალური სამიტის სამზადისისა და ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის შესახებ.

საქართველოს საპარლამენტო ღიაობის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის დაგეგმვისას აღინიშნა, რომ ახალ სამოქმედო გეგმაში უნდა შევიდეს მსხვილი და ძალიან მნიშვნელოვანი ვალდებულებები, ამიტომ გადაწყდა 2017 წელს ნაწილობრივ შესრულებული ვალდებულებები არ გადავიდეს ახალ სამოქმედო გეგმაში და შემუშავდეს მათი უახლოეს პერიოდში განხორციელების გეგმა. დისკუსია ასევე შეეხო პარლამენტისა და მთავრობის სამოქმედო გეგმების ერთ ეროვნულ გეგმაში გაერთიანების საკითხს.

დადგინდა ახალი, 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების გრაფიკი:

  • 2 კვირის ვადაში (20 თებერვალი) საკონსულტაციო ჯგუფის წარმომადგენლები აგზავნიან სამოქმედო გეგმის იდეებს;
  • თებერვლის ბოლომდე იდეები დაეგზავნებათ დაინტერესებულ ჯგუფებს;
  • მარტის თვე მთლიანად დაეთმობა საჯარო კონსულტაციებს ქვეყნის მასშტაბით; 
  • აპრილის დასაწყისში ჩატარდება საბჭოს სხდომა სადაც განიხილება სამოქმედო გეგმის პირველი პროექტი.

სხდომა დასრულდა საქართველოს პარლამენტის ახალი ვებ-გვერდის კონცეფციის პრეზენტაციით და დისკუსიით. კონცეფცია შეიმუშავა კომპანია „ლივინგსტონმა“ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში მხარდაჭერით.

შეხვედრა მხარდაჭერილია პროექტის - „საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერება საქართველოში“ - ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ IDFI-თან თანამშრომლობით.

 

ირინა ფრუიძე
საქართველოს პარლამენტის წევრი
ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე

მიმაგრებული დოკუმენტები