empty

ოქმი N1

ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი
საპარლამენტო საბჭოს სხდომა

სხდომის ოქმი № 1

17-18 იანვარი, 2017 წელი
(სასტუმრო „კრაუნ პლაზა ბორჯომი“ )


სხდომას უძღვებოდა:
ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე - ირინე ფრუიძე
სხდომას ესწრებოდნენ საბჭოს წევრები:
თამარ ჩუგოშვილი - ფრაქცია „ქართული ოცნება“
გიორგი კახიანი - ფრაქცია „ქართული ოცნება“
გუგული მაღრაძე - ფრაქცია „ქართული ოცნება“
კახაბერ კუჭავა - ფრაქცია „ქართული ოცნება“
ემზარ კვიციანი - ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“

საქართველოს პარლამენტის აპარატის და საკონსულტაციო ჯგუფის წევრები.

სხდომის დღის წესრიგის შესაბამისად, შეხვედრა გახსნეს თამარ ჩუგოშვილმა და ირინა ფრუიძემ.

საბჭოს წევრებს და საკონსულტაციო ჯგუფის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართეს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დემოკრატიული მმართველობის ჯგუფის ხელმძღვანელმა გიგი ბრეგაძემ.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა ისაუბრა ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) პარიზის გლობალური სამიტის შედეგებისა და საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის ახალი პერსპექტივების შესახებ.

ღია პარლამენტის მუდმივმოქმედი საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ გუგული მაღრაძემ გააკეთა ანგარიში საქართველოს ღია პარლამენტის 2015 – 2016 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ.

საბჭომ მიმოიხილა საქართველოს ღია პარლამენტის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის მონიტორინგის ანგარიში და რეკომენდაციები.

გასული სამოქმედო გეგმის შეუსრულებელი და ნაწილობრივ შესრულებული ვალდებულებების განხილვის შემდეგ, გადაწყდა ახალ სამოქმედო გეგმაში მათი ნაწილის გადატანა.

გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერება საქართველოში“, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის IDFI ხელშეწყობით.

სხდომის ოქმს თან ერთვის:
დღის წესრიგი (2 ფურცელი)

ირინა ფრუიძე
საქართველოს პარლამენტის წევრი
ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე

მიმაგრებული დოკუმენტები