empty

ოქმი N2


ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი

საპარლამენტო საბჭოს სხდომის

ოქმი № 2

14 მარტი, 2017 წელი
(სასტუმრო „თბილისი მერიოტი“ )


სხდომას უძღვებოდა:
ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე- ირინე ფრუიძე
სხდომას ესწრებოდნენ საბჭოს წევრები:
თამარ ჩუგოშვილი - ფრაქცია „ქართული ოცნება“
გიორგი კახიანი - ფრაქცია „ქართული ოცნება“
კახაბერ კუჭავა - ფრაქცია „ქართული ოცნება“
ემზარ კვიციანი - ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“
გიორგი ტუღუში - ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო“
საქართველოს პარლამენტის აპარატის და საკონსულტაციო ჯგუფის წევრები

სხდომის დღის წესრიგის შესაბამისად, შეხვედრა გახსნა ირინა ფრუიძემ, რის შემდეგაც შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის რეკომენდაციები.

განხილულ იქნა ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს 2017-2018 წლის სამოქმედო გეგმაში წარმოდგენილი რეკომენდაციები და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით:

1. მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა
1.1 პეტიციის წარდგენის ელექტრონული სისტემის დანერგვა;
1.2 საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის
უზრუნველყოფა;
1.3 საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო წინადადებისა და საკანონმდებლო
ინიციატივის ელექტრონული სახით წარდგენის და მოქალაქეთა მხრიდან მხარდაჭერის
მექანიზმის დანერგვა პარლამენტის ვებგვერდის მეშვეობით;
1.4 კანონშემოქმედებით პროცესში საჯარო კონსულტაციის ჩატარების წესისა და ფორმების
შემუშავება და მიღება;
1.5 სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის პარლამენტის შენობის ადაპტირება და
პარლამენტის მიერ მოქალაქეებისთვის გაწეული სერვისების ხელმისაწვდომობა სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის;
1.6 ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;
1.7 პარლამენტის შენობაში მოქალაქეთა შესვლის პროცედურებს გამარტივება;
1.8 „საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო კონცეფციის“ შემუშავება და მიღება;
2. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
2.1 პარლამენტის ვებგვერდზე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის გაფართოება;
2.2 კანონპროექტის განხილვისას, პირველად ტექსტში შეტანილი ცვლილებების ხილვად
ფორმატში ასახვა და მათი დროული გამოქვეყნება პარლამენტის ვებგვერდზე;
2.3 მაჟორიტარი დეპუტატების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება პარლამენტის ვებ-გვერდზე;
2.4 საქართველოს პარლამენტის მიერ ანგარიშის მოსმენისა და საქართველოს პარლამენტის
მიერ ასარჩევი პირების საკომიტეტო მოსმენის თაობაზე ინფორმაციის ვებგვერდზე დროულად განთავსება, შესაბამისი კომიტეტის სხდომის ვიდეო ოქმის მომზადება და გამოქვეყნება;
2.5 პარლამენტის კომიტეტების მიერ ერთი ან ორ წლიანი სამოქმედო გეგმების მომზადება და გასაჯაროება ყოველი წლის დასაწყისში;
3. პარლამენტის ანგარიშვალდებულება
3.1 საქართველოს პარლამენტის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ყოველწლიური
შეხვედრის ინსტიტუციონალიზაცია;
3.2 პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის შემუშავება და ელექტრონულად
განთავსება;
3.3. საქართველოს პარლამენტის თვითშეფასების ინსტრუმენტის დანერგვა;
4. პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობა
4.1 საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდა;
4.2 საჯარო ინფორმაციის ანგარიშების (ე.წ. „10 დეკემბრის ანგარიშების“) მონიტორინგის
სისტემის შემუშავება;
4.3 საქართველოს პარლამენტის წევრთა ეთიკის კოდექსის შემუშავება;
4.4 განმარტებითი ბარათის შინაარსობრივი მხარის გაუმჯობესება;
4.5 კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში ცვლილებების შეტანის დასაბუთების ვალდებულების განსაზღვრა და კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის რეგულირების დახვეწა;
4.6 მთავრობის მიერ ღია და გამჭვირვალე მმართველობა საქართველოს პარტნიორობის
ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის ზედამხედველობა/მონიტორინგი;
5. ტექნოლოგიები და ინოვაცია
5.1. კენჭისყრის შედეგების მონაცემთა ბაზის სრულყოფა;
5.2 საჯარო ინფორმაციის მოდულის შექმნა და პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით
ინფორმაციაზე წვდომის გამარტივება (მათ შორის დოკუმენტების ადვილად დასამუშავებელ
ფორმატში განთავსება);
5.3 პარლამენტის ვებგვერდის რესტრუქტურიზაცია;

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შემდეგ სამუშაო შეხვედრამდე მოხდება შეთანხმებული ვალდებულებების საბოლოო ფორმულირება, ინდიკატორების, აქტივობების და ვადების გაწერა.

სამუშაო შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერება საქართველოში“, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ხელშეწყობით.
სხდომის ოქმს თან ერთვის:

დღის წესრიგი (2 ფურცელი)

ირინა ფრუიძე
საქართველოს პარლამენტის წევრი
ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე

მიმაგრებული დოკუმენტები